ზოგჯერ შვილობილი კომპანიის ფინანსური ანგარიშები თარგმნილია დედა კომპანიის ვალუტაში და ისეა მოწოდებული, რაც შვილობილის შეფასებას ართულებს. ამ დროს უნდა გვესმოდეს რა პრონციპით არის თარგმნილი. ნახეთ ცხრილი GAAP-ის IFRS-ის მიხედვით:

როცა ინფლაცია მაღალი არ არის, მაშინ ორივე სისტემის შემთხვევაში გამოიყენება მიმდინარე მეთოდი, რაც გულისხმობს იმას რომ ყველა ფინანსური ანგარიში გადაყვანილია დედა კომპანიის ვალუტაში წლის ბოლოს არსებული მონაცემებით (საკუთარი კაპიტალის მუხლების გარდა), ხოლო სავალუტო მოგება-ზარალი ფიქსირდება OCI-ანგარიშში.

GAAP-ის მიხედვით, ჰიპერინფლაცია არის მაშინ, როცა 3 წლის განმავლობაში კუმულაციური ინფლაცია 100%-ს აღემატება, IFRS-ი კიდევ დამატებით საკითხებს ითვალისწინებს.

ჰიპერინფლაციისას, GAAP-ის მიხედვით, გამოიყენება დროებითი მეთოდი, რაც ნიშნავს რომ ყველა ციფრი კონვერტირებულია მიმდინარე გაცვლითი კურსების მიხედვით ყოველდღიურ რეჟიმში.

ჰიპერინფლაციისას, IFRS-ის მიხედვით, ჯერ ხდება შვილობილი კომპანიის წლის ბოლოს მიღებული მონაცემების კორექტირება CPI-დან გამომდინარე, და შემდეგ ხდება კონვერტირება დედა კომპანიის ვალუტაში წლის ბოლოს არსებული გაცვლითი კურსით.

ცხრილში მოცემულია სამივე შემთხვევა, ფორმულებით დაინტერესების შემთხვევაში ნახეთ ექსელის ფაილი: ექსელის ფაილი:

წყარო: Valuation, Measuring and Managing the Value of Companies – by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels