Venture Capital & the Finance of Innovation - by A. Metrick & A. Yasuda
VC მეთოდი

არსებობს #სტარტაპის შეფასების VC მეთოდი, რომელიც ზრდასრული კომპანიის DCF მეთოდისგან განსხვავდება, რადგან აქ ფულადი ნაკადები ნაკლებად პროგნოზირებადია, და შესაბამისად მეთოდოლოგიაც ტექნიკურად უფრო მარტივია.
მაჩვენებლები, რომელზე დაყრდნობითაც ვენჩურული ფონდები საივესტიციო გადაწყვეტილებას იღებენ უფრო ინტუიციურია ვიდრე მეცნიერული, და ამიტომ დიდად არის დამოკიდებული შემფასებლის გამოცდილებაზე. შეფასების თანმიმდევრობა ასეთია:

განვიხილავ თითოეულ ნაბიჯს და ბოლოში ავტვირთავ ექსელის ფაილს კონკრეტული მაგალითებით:
1. Expected Value at Exit = Exit Valuation*Probability
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს ციფრი რომელიც იქნება სტარტაპის ღირებულება, VC ფონდის გასვლისას, მოვლენების წარმატებულად განვითარების შემთხვევაში. თუ ზრდასრული ორგანიზაციის შეფასებისას ვადგენთ მოსალოდნელ ფულად ნაკადებს, აქ აქცენტი გაკეთებულია სცენარის მხოლოდ წარმატებულ ვერსიაზე. წარმატებად კი ითვლება კომპანიის IPO-ზე გაყვანა.
ეს მიდგომა მნიშვნელოვანია რომ შეფასებამ მეტნაკლები ობიექტურობა შეინარჩუნოს. ჯერ უნდა განისაზღვროს Exit Value და შემდეგ მიღებული შედეგი უნდა გამრავლდეს წარმატების ალბათობაზე
Exit Values განსაზღვრა შესაძლებელია ორი მიდგომით:
- შედარებითი მეთოდი (Market Multiples): ეძებენ მსგავს სტარტაპებს, რომლებიც გავიდნენ ბირჟაზე და მათთან შედარებით აფასებენ მოცემული სტარტაპის ღირებულებას;
- აბსოლიტური მეთოდი (Discounted CF): აპროგნოზირებ მოცემული ორგანიზაციის ფულად ნაკადებს IPO-ზე გასვლის შემდგომ და ახდენ დისკონტირებას რომ გაიანგარიშო ღირებულება IPO-ს მომენტში.
2. Present Value of Exit Value
შემდეგ ეტაპზე საჭიროა პირველ ეტაპზე მიღებული ციფრის დისკონტირება მიმიდნარე ღირებულების დასადგენად:
PV Exit = Exit Valuation*P/(1+r)^t
მნშვნელოვანია, რომ სტატისტიკურად წარმატებული სტარტაპების ისტორიული r = 15%-ს.
3. Target Multiple of Money - ფულის მულტიპლიკატორი:
15%-ი არის წარმატებული სტარტაპების კაპიტალის ღირებულება, მაგრამ რადგან თამაშში წარმატების ალბათობა შემოდის, მეორე ტაპზე მოცემული ფორმულების გასამარტივებლად ალბათობის (P) და დისკონტირების კოეფიციენტის (r) ტრანსფორმაცია ხდება დისკონტირების მიზნობრივ განაკვეთში (Target Return), და ბოლოს, ეს ყველაფერი ფართო აუდიტორიისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს შემოდის "ფულის მულტიპლიკატორის" ცნება.
ლოგიკა ასეთია:
P/(1+r)^t = 1/M = (1+ Target Return)^t
მაგალითისთვის, თუ წარმატების ალბათობა არის 20%, 5 წელიწადში, მაშინ ფულის მულტიპლიკატორი M=10.1 და Target Return = 59% (წლიურს):

ვენჩურულ ფონდებს მულტიპლიკატორის სტანდარტი, როგორც წესი წინასწარ განსაზღვრული აქვთ. მაგალითად, შეიძლება გააკეთონ ასეთი განაცხადი "ჩვენ ვეძებთ ისეთ სტარტაპებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩვენი ინვესტიცია 5 წელიწადში გაახუთმაგონ"...
4. Retention Percentage - გამომდინარე იქედან, თუ რომელი სერიის ინვესტიციას აკეთებს ფონდი, ის ითვალისწინებს იმ მოლოდინებს, რომ შემდეგ სერიებში დაფინანსება კიდევ შეიძლება საჭირო გახდეს, და ამან მისი წილის შემცირება გამოიწვიოს. მაგალითად, სტატისტიკურად დადგენილია* რომ A სერიის ინვესტორები საშუალოდ, ნაყიდი წილის, 50%-ს ინარჩუნებენ IPO-მდე; შესაბამისად, გასვლისას ფონდის საკუთრებაში არსებული წილის შეფასება მცირდება:
PV of Partial Exit = PV Exit * Retention Percentage.
5. Fund Rate
აქ იგულისხმება, რომ VC ფონდების სერვისი ანაზღაურებადია, და რომ საბოლოო შედეგი იყოფა ინვესტროს (Limited Partner) და ფონდს შორის (General Partner). ფონდებს როგორც წესი მიაქვთ ინვესტირებული თანხის (Committed Funds) 2% მენეჯმენტის ხარჯებისთვის და საბოლოო მოგების 20% (Carried Interest).
იმის დასადგენად თუ საბოლოო გასატან თანხაში (მოგება + ინვესტირებული თანხა), სავარაუდოდ რა წილი იქნება ფონდის და რა ინვესტორის, ეყრდნობიან ფონდის ისტორიულ შედეგებს და სუბიექტურ შეფასებებს ფულის მულტიპლიკატორის შესახებ. ამასთან გასათვალისწინებელია რომ ფონდის მომგებიანობა და სიციცხლის ხანგძლივობა განსხვავდება კონკრეტული საინვესტიციო პროექტის მონაცემებისგან. ფორმულა ასეთია:
GP% = Carry%*(M*Investment - Carry Basis)/(M*Investment)
6. Decision - Investment Recommendation - საბოლოოდ მიღებული დისკოტირებული შედეგი თუ აღემატება მოთხოვნილ ინვესტიციას, რეკომენდაცია დადებითია წინააღმდეგ შემთხვევაში - უარყოფითი.
7. Excel Model - VC Method (Geo)
P.S.
ბოლო დროს ვენჩურულმა ფონდებმა დაიწყეს ოფციების შეფასების მეთოდოლოგიის გამოყებაც... მაგრამ ამაზე სხვა ჩანაწერში
წყარო:
Venture Capital & the Finance of Innovation
Andrew Metrick & Ayako Yasuda