შინაარსზე გადასვლა

Options, Futures & Other Derivatives, - John C. Hull

ბერძნული სიმბოლოები - Theta (θ)

θ - ზოგადად განსაზღვრავს აქტივის ფასის დამოკიდებულებას დროზე - დროით დეგრადაციას (time decay). როცა ფორმულებში ვიყენებთ მნიშვნელოვანია ყურადღება მივაქციოთ რის θ-ზეა საუბარი, ცალკეული ოფციის, ოფციების პორთფელის თუ სხვა პორთფელის.

კარგი ამბავია ის რომ, როცა საუბარი გვაქვს ერთი ქვემდებარე აქციის მქონე ოფიცების პორთფელზე, θ დაჯამებადია. ამასთან ქვემდებარე აქტივის/აქციის θ ნულის ტოლია.

პორთფელით თეტა აჩვენებს თუ რა დიაპაზონით იცვლება პორთფელის ღირებულება, დროის მცირე მონაკვეთით ცვლილებისას.

ოფციის თეტა ნეგატიურია, რადგან მოქმედების ვადის ამოწურვა ოფციის ღირებულებაზე უარყოფითად მოქმედებს. თუმცა, მოდულში ის მით უფრო დიდია რაც უფრო ახლოს არის აქციის ფასი ოფციით განსაზღვრულ აღსრულების ფასთან, და მცირდება რაც უფრო შორდება აქციის ფასი აღსსრულების ფასს.

რაც უფრო იწურება ოფციის ვადა, მით უფრო მცირდება თეტას გავლენაც:

თეტა არ წარმოადგენს რისკის შემცირებისთვის მიზნობრივ პარამეტრს, რადგან დროის გასვლსთან დაკავშირებით არ არის ბუნდოვანება, როგორც სხვა სიმბოლოების შემთხვევაში გვაქვს. ანუ თეტას განეიტრალებისთვის სპეციალური ცვლილებები პორთფელში არ ხდება, თუმცა ის მონაწილეობს ფორმულაში, რომლითაც გამა Gamma (Γ) პარამეტრი გავლენას ახდენს პორთფელის ღირებულებაზე და ასევე, ფორმულებით გამოდის რომ ის გამა პარამეტრის უკუპროპორციული მაჩვენებელია გარკვეულ ფარგლებში.

არადივიდენდიანი აქციის ოფციის თეტა ითვლება ბლეკ-სკულ-მერტონის მოდელზე დაყრდნობით:

ნახეთ ასევე ეს ბმული - The Greek Letters

წყარო: Options, Futures & Other Derivatives, John C. Hull

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading