ბელკ-სკულსის (BSM) ფორმულა, ფინანსურ მეცნიერებაში იგივე წონისაა, რაც E = mc², ფიზიკაში. ფორმულამ, რევოლუცია მოახდინა ოფციების ბაზრის განვითარებაში. მისი წყალობით ავტორებმა ნობელის პრემია, ხოლო ჭკვიანმა ინვესტორებმა დიდი მოგებები დაიმსახურეს.
შინაარსობრივად, BSM არის ბინომიალური მეთოდის გარდაქმნა შედეგების დისკრეტული დისტრიბუციიდან უწყვეტ დისტრიბუციამდე. თუ ბინომიალურში ბიჯების რაოდენობის გაზრდით უფრო ვარეალურებთ, მაგრამ ვართულებთ მოდელს, BSM-ში ბიჯების რაოდენობას უსასრულობამდე ვზრდით და ერთი (არც თუ ისე რთული) ფორმულით ვითვლით.
ფორმულა საშუალებას იძლევა კარგად შეფასდეს მთელი რიგი ოფციები, მისი სიზუსტე ძალიან მაღალია. თუმცა ზოგ შემთხვევაში მაინც ვიყენებთ ბინომიალურ მოდელს, რადგან BSM არ ითვალისწინებს ოფციის ვადაზე ადრე გამოხმობის შესაძლებლობას. ასევე ზოგჯერ დამატებით გასათვალისწინებელია დივიდენდის ნაწილი, რომელიც შესაძლოა გამოხმობამდე აქციის მესაკუთრემ წაიღოს (ნახეთ ექსელის ფაილი).
ამ ბმულზე ნახავთ ოფციების ფასის გამოთვლის კალკულატორს:
https://www.omnicalculator.com/finance/black-scholes
ექსელის მოდელი:
Black-Scholes-Merton Model – Excel
გამოყენებული წყარო:
Principles of Corporate Finance – by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
Comments are closed.