შინაარსზე გადასვლა

Commercial Real Estate Analysis and Investments, D. M. Geltner, N. G. Miller, J. Clayton, P. Eichholtz

ცვეთის საგადასახადო დანაზოგი უძრავ ქონებაში

უძრავ ქონებაში ინვესტირებისას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა ცვეთით მიღებულ საგადასახადო დანაზოგს (Depreciation Tax Shield - DTS), და ამასთან ეს დანაზოგი უფრო ღირებული ხდება ფინანსური ლევერეჯის გამოყენების შემთხვევაში.

ქვემოთ ცხრილში, მარცხენა ორი სვეტი აჩვენებს გადასახადამდე და გადასახადის შემდგომ ფულადი ნაკადის IRR-ს ქონების სესხის გარეშე ყიდვის შემთხვევაში, ხოლო მარჯვენა ორი სვეტი აჩვენებს 75%-ის სესხით დაფინანსების შემთხვევას.

დააკვირდით რომ მარჯვენა შემთხვევაში განსხვავება გადასახადებამდე და გადასახადებს შემდგომი ნაკადების IRR-ებს შორის უფრო მცირეა ვიდრე მარცხენა შემთხვევაში (თანაფარდობა 72% vs 87%):

ამ მოვლენაში მთავარი როლი ცვეთის ხარჯების გავლენას ენიჭება, რადგან თუ მათ გავანულებთ ასეთ სურათს მივიღებთ:

პ.ს.

რატომ არ მახვილდება Depreciation Tax Shield-ზე ასეთი ყურადღება როცა კორპორაციის შეფასებას ვაკეთებთ?

  1. კორპორაციის შეფასებისას ყველა Tax Shield-ზე გამახვილდება ყურადღება თუ WACC-ის დათვლისას Operating Cash Tax Rate-ს გამოვიყენებთ, თუმცა რადგან ამის დავთლა შედარებით რთულია და დიდ სხვაობას არ იძლევა ძირითადად Effective Tax Rate-ს იყენებენ ხოლმე - უფრო დეტალურად: Operating Cash Taxes.
  2. კორპორაციებისგან განსხვავებით აქ ცვეთა მნიშვნელოვანი წონის პარამეტრია რადგან საქმე გვაქვს სრულად მატერიალურ აქტივთან. ამასთან, მიუხედავად იმისა რომ ამ აქტივის გადაფასება REIT-ებში რეგულარულად ხდება, ცვეთის პარამეტრების ცვლილების საშუალებას საგადასახადო კანონმდებლობა არ იძლევა. ეს მომენტი იძლევა ღირებულებით დისბალანსს მყიდველსა და გამყიდველს შორის - მყიდველს შეუძლია ახალი (გაზრდილი) ღირებულებით გაცვითოს აქტივი.

ქსელის ფაილი: Excel File - DTS

წყარო:

Commercial Real Estate Analysis and Investments, D. M. Geltner, N. G. Miller, J. Clayton, P. Eichholtz

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading