შინაარსზე გადასვლა

Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers

დუპონის ანალიზი

ფასიანი ქაღალდების ყიდვისას სწორი გადაწყვეტილება რომ მიიღო, უნდა შეძლო ორგანიზაციის ფინანსური მაჩვენებლების შეფასება. ეს ჯადოსნურ სარკეს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ სწორი კითხვების დასმაში ნამდვილად დაგეხმარებათ.

ფინანსური მაჩვენებლები დღეს იმდენია ადამიანი შეიძლება ჩაიკარგოს. ამიტომ მომეწონა ეს სქემა ფოტოზე, რომელიც კარგად აჯამებს მაჩვენებლების მიზნებს და კავშირებს.

მარცხენა მხარეს ორგანიზაციის მიერ მიღებული საინვესტიციო გადაწყვეტილებებია (სად ვდებ ფულს), მარჯვნივ ფინანსური (საიდან ვაფინანსებ). ამ გადაწყვეტილებებით იქმნება მფლობელების დოვლათი.

1. საინვესტიციო გადაწყვეტილებები (მარცხნივ), მოიცავს მაჩვენებლების ორ ჯგუფს - აქტივების გამოყენების ეფექტურობა და საოპერაციო საქმიანობის ეფექტურობა. ამ ორი ნაწილის ერთობლივად განხილვა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

მაგალითად, სასტუმროს ოპერატორი რომელიც ფლობს უძრავ ქონებას, უფრო მომგებიანი შეიძლება ჩანდეს ვიდრე ოპერატორი რომელიც ქირაობს, მაშინ როცა სინამდვილეში შესაძლოა უკუგება ერთ აქციაზე მეორეს უფრო მაღალი ჰქონდეს...

საინვესტიციო გადაწყვეტილებების ანალიზისთვის ბევრ სტრატეგიულ და ფინანსურ ლიტერატურაში შეხვდებით დონალდსონ ბრაუნის მიერ 1914 წელს შემუშავებულ ე.წ. დუპონის ფორმულებს:

DuPont Analysis:
ROE = (Net Income/Sales) × (Sales/Total Assets) × (Total Assets/Equity)

აქ მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მთავარი კოეფიციენტი კი არა, არამედ მის უკან არსებული ლოგიკაა... მაგალითად მაღალი საოპერაციო მარჟა შეიძლება საუბრობდეს დაბალ ხელფასებზე და კარგი კადრების გადინებაზე... ასევე შესაძლოა, რომელიმე კომპანია დარგიდან ამოვარდნილი იყოს პოზიტიური ინოვატორობის გამო, და თუ თქვენ კოეფიციენტს საშუალო დარგობრივს ბრმად შეადარებთ შეცდომაში შეხვალთ.

ამ ბმულზე კარგი ახსნაა:
https://www.investopedia.com/terms/d/dupontanalysis.asp

2. ფინანსური გადაწყვეტილებები, აჩვენებენ რამდენად შეუძლია კომპანიას ზრდა ფულის უკან ჩაბრუნებით. ე.წ. მდგრადი განვითარების ფორმულა ასეთია:

Sustainable Growth Rate = ROE X Plowback Ratio (ჩაბურნების წილი)

ეს ფორმულა შინაარსობრივად აჩვენებს ძალიან კრიტიკულ მომენტს - შეუძლია თუ არა კომპანიას ზრდა ისე, რომ ფინანსური ლევერეჯი არ გაიუარესოს.

ერთის მხრივ, ფინანსური ლევერეჯის გაუარესების გარეშე, კომპანიას შეუძლია სესხი დაიმატოს კაპიტალის ზრდის, ანუ ჩაბრუნებული მოგების პროპორციულად - მეორეს მხრივ, კომპანია იზრდება და გაყიდვების ზრდის პროპორციულად მოსალოდნელია მისი აქტივების ზრდაც. აქტივების ზრდას კი ჭირდება დამატებითი ინვესტიციები...

და მივედით ჭეშმარიტების მომენტამდე - შესაძლებელია თუ არა ზრდა ლევერეჯის გაფუჭების გარეშე? საქმე გვაქვს მდგრად კომპანიასთან თუ კიბოსთან, რომელიც სიციოცხლეს საკუთარი თავის შეჭმით დაასრულებს?

ფოტო წიგნიდან:
Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading