შინაარსზე გადასვლა

Excel Models

არჩევანის ფასეულობა

ფინანსური ოფცია, იგივეა რაც "არჩევანის უფლება", და მას თავისი კონკრეტული, დათვლადი ღირებულება აქვს...

ფინანსური ოფციების გარდა არსებობს რეალური ოფციები, რომელთა დანახვა, შექმნა და გამოყენება სტრატეგიული მართვის პრიორიტეტული ამოცანაა...

გარდა ამისა მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ ოფციების არსებობა "მომავალში", ცვლიან სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს "დღეს"...

ქვემოთ სქემაზე მარტივი მაგალითის სახით არის ნაჩვენები რეალური ოფცია, და ის თუ როგორ ცვლის გადაწყვეტილებებს მიმდინარე დროში, ის ფაქტი რომ მომავალში არჩევანის შესაძლებლობა გექნება.



პირველ შემთხვევაში, "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტში მისასვლელად, უმჯობესია მეორადი გზა გამოიყენო, რადგან გზატკეცილზე საცობის ალბათობა 40%-ია. საშუალო მოსალოდნელი დრო კი 21 წთ. მაშინ როცა მეორადი გზა 20 წთ-ის გარანტიას იძლევა.

მეორე შემთხვევაში, მძღოლი იაზრებს, რომ შესაძლებელია გადაწყვეტილების შეცვლა. ანუ ის იღებს გადაწყვეტილებას იმის ცოდნით, რომ მომავალში გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია. სწორედ ეს ოფცია აძლევს მას გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველს... ეს მომავლის ოფცია, გზატკეცილით სარგებლობის შემთხვევაში, საშუალო მოსალოდნელ დროს 21წთ-დან 19წთ-მდე ამცირებს... ანუ ამ არჩევანის შესალებლობის ღირებულება 2 წთ-ია...

პ.ს.
თუმცა მეორეს მხრივ, თამაშების თეორიის მიხედვით, არსებობს შემთხვევები როდესაც არჩევანის შესაძლებლობა პრობლემებს ქმნის... "ნეშის ექვილიბრიუმთან" ამ პრობლემის გამო მიდიან კონკურენტები, მაგრამ ეს საუბრის სულ სხვა თემაა...

Excel File

მოსაზრებების წყარო

*Venture Capital & the Finance of Innovation - by A. Metrick & A. Yasuda

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading