შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

ჩახსნები

ჩახსნას, როგორც მოვლენას, ბაზარი დადებითად აფასებს, მიუხედავად იმისა რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მენეჯმენტი, როგორც წესი, გაურბის.

თუმცა, ჩახსნა ყოველთვის არ ქმნის ღირებულებას, და ზოგჯერ უარყოფით შედეგებსაც იძლევა. მაკკინზის* კვლევებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პროცედურის დროში სწრაფად შესრულებას. მაგალითად, იმ შემთხვევებში სადაც პროცესი 6 თვეზე ადრე დასრულდა, მიღებულმა ჭარბმა მოგებამ საშუალოდ 6%-ი შეადგინა, ხოლო სადაც პროცესი 13-24 თვეში შესრულდა, წაგება საშუალოდ -11% აღმოჩნდა.

განსაკუთრებული მნიშნელობა აქვს როგორც პროცესისთვის წინასწარ მომზადებას, ასევე სისტემურ მიდგომას. მაგალთად 200 მსხვილი კომპანიის კვლევიდან* ჩანს, რომ ის კომპანიები რომლებიც აქტიურად ახორციელებენ ბიზნეს ერთეულების პორთფელის სტრატეგიულ მენეჯმენტს და ხასიათდებიან ხშირი ტრანზაქციებით, უკეთეს შედეგებს აჩვენებენ, ვიდრე კომპანიები რომლებიც იშვიათად და იძულებით იშორებენ წამგებიან ბიზნეს ერთეულებს.

2000-2013 წლებში გაკეთებული 690 მსხვილი კომპანიის კვლევებიდან ირკვევა, რომ კომპანიების 60%-ს არ ქონდათ ისეთი ერთი წელიც კი როცა ჩახსნილი ბიზნეს ერთეულების ღირებულება საერთო კაპიტალიზაციის 5%-ს გადააჭარბებდა, ხოლო კომპანიების 20%-ს, 14 წლის განმავლობაში, მხოლოდ ერთი ასეთი წელი ქონდა. ასევე, 200 კომპანიის კვლევამ აჩვენა, რომ ჩახსნის შემთხვევების 75%-ში, ინიციატივა შედგა მენეჯმენტზე წნეხის შედეგად.

მაინც, რატომ ეწინააღმდეგება მენეჯმენტი ჩახსნას, თუ მისგან მიღებული დადებითი შედეგები ხშირად თვალსაჩინოა?

ქვემოთ ცხრილში ჩანს მაგალითი. განხილულია შემთხვევა როცა კომპანია იშორებს მაღალი ROIC-ის, მაგრამ დაბალი ზრდის პოტენციალის მქონე ბიზნეს ერთეულს, 100 მლ-ანი პრემიუმით. სამი ვერსიაა, 1. ქეში რჩება ანგარიშზე; 2. ხდება სესხის დაფარვა და 3. ხდება აქციების გამოსყიდვა.

სამივე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ EPS და გაყიდვები მცირდება, იზრდება P/E თანაფარდობა (აქციის ფასი იზრდება), და აქციონერებისთვის შექმნილი ღირებულება:

რა ზრდის ამ ღირებულებას? ზოგადი ფორმულა ასეთია:

Value Created = Price Received - Stand Alone Value of Divested Business - Lost Synergies - Disentanglement Cost - Stranded Costs

ხშირ შემთხვევებში ღირებულება იქმნება ტვირთის შემცირებით. როცა სინერგიული ეფექტი უარყოფითია, ბიზნესს მიაქვს მენეჯმენტის დიდი დრო და მორალური რესურსი, ჩნდება არასაჭირო ხარჯები მხოლოდ იმის გამო რომ ბიზნეს ერთეული მოცემული კომპანიის ქოლგის ქვეშ არის... ანუ, შინაარსობრივად ვუბრუნდებით ისევ "საუკეთესო მფლობელის" იდეას, - განვითარების სხვადასხვა ეტაპზებზე ბიზნეს ერთეულის საუკეთესო მფლობელი სხვადასხვა სუბიექტია და ამიტომ უმჯობესია ხელიდან ხელში გადავიდეს...

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading