შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

ორგანული ზრდა

დააკვირდით ფოტოს, მარცხნივ მოცემულია ორგანიზაცია, რომელიც სწრაფად იზრდებოდა და შემდეგ მკვეთრად დაეცა ზრდის მაჩვენებელი, მარჯვნივ კი ორგანიზაციაა, რომლის ზრდა შედარებით სტაბილურია...

ისტორიაზე დაყრდნობით, გაყიდვების ზრდის მაჩვენებელის პროგნოზების დამახინჯებას, როგორც წესი, ახდენს სამი ფაქტორი: 1. ცვლილებები სავალუტო კურსებში, 2. შერწყმა- შესყიდვები და 3. ცვლილებები საბუღალტრო სტანდარტებში.

ვალუტა: როცა ორგანიზაცია მოქმედებს საერთაშორისო დონეზე, და სხვა ქვეყნებში, სხვა ვალუტაში აკეთებს ოპერაციებს, მშობლიურ ვალუტაში რეპორტირებული ზრდის მაჩვენებლებზე გავლენას ახდენს გაცვლითი კურსების ცვლილება. მაგალითად, შესაძლოა ამერიკული კომპანია ევროპაში ყიდდეს პროდუქციას. წინა წელთან შედარებით, ევროში გამოხატული ფასები შეიძლება გაზრდილი არ იყოს, ასევე გაყიდვების რაოდენობაც უცლლელი იყოს, მაგრამ იმის გამო რომ ევრო დოლართან იმართებაში გამყარდა, რეპორტებში გამოჩნდეს შემოსავლების ზრდა... ამ მომენტის გავლენის გაუთვალისწინებლობა გაყიდვების პროგნოზირებისას შეცდომაში შეგვიყვანს.

შერწყმა - როცა ხდება სხვა ორგანიზაციის შესყიდვა და ანგარიშების კონსოლიდაცია, ხდება შემოსავლების კონსოლიდაციაც. შესაბამისად რეპორტირებული ზრდის მაჩვენებელი იქნება მაღალი, რადგან წინა პერიოდის ანგარიშებში შესყიდული ორგანიზაციის შემოსავლები არ იქნება კონსოლიდირებული. ამასთან მნიშვნელოვანია იმის გააზრება რომ, როგორც წესი პროგნზების გაკეთებისას ჩვენ არ ვაპროგნოზებთ ზრდას შესყდვებისა და შერწყმის გზით, რადგან ასეთი ოპერაციები თითქმის არასდროს ქმნიან ღირებულებას... ასეთ შემთხვევებში ზრდის კომპონენტის სწორად პროგნოზორებისთვის უმჯობესია ორგანიზაციები განხილურ იქნან ცალცალკე და მათი წონების მიხედვით მოხდეს საპროგნოზო ზრდის კოეფიციენტის დადგენა.

და ბოლოს, ცვლილებები სააღრიცხვო სტანდარტებში ხშირად იწვევს ანგარიშგებებში ციფრების გადალაგებას, მაშინ როცა ციფრების გადალაგებით, რეალური ფულადი ნაკადები და შესაბამისად ორგანიზაციის ღირებულება არ იცვლება. მაგალითად 2017-ში GAAP-ში მოხდა შემოსავლების აღარების წესებში ცვლილებები, რამაც შემოსავლების დროში გადაწევა გამოიწვია....

წყარო:

#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition

McKinsey & Company, Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading