Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels
საოპერაციო მამრავლები

ორგანიზაციის შეფასებისას, საინტერესოა არაფინანსური მაჩვენებლების გამოყენებაც.
მაგალითად, ერთ ორგანიზაციას აქვს უკეთესი მარჟა ვიდრე მეორეს, მაგრამ რას ნიშნავს ეს? რომელი ხარჯების გამო აქვს უფრო უკეთესი მარჟა? დავუშვათ თუ სახელფასო ბიუჯეტის გამოა, ეს არგია თუ ცუდი?
ქვემოთ მოცემულია ავიახაზების მაგალითი. A-ს სახელფასო ბიუჯეტი შემოსავლებთან შედარებით უფრო მაღალი აქვს ვიდრე B-ს, მაგრამ შინაარს რომ ჩავწვდეთ საჭიროა მიზიეზებში ჩასვლა.
ფოტოზე ASM ნიშავს Available Seat per Mile, ანუ ხელფასის ბიუჯეტის შეფარდება გაყიდვებთან იშლება ორ კომპონენტად, გაყიდვების შეფარდება შესაძლო სავარძელი/მილზე - რაც იდეაში ფრენის ფასი გამოდის, და ხელფასების შეფარდება მაქსიმალურად შესაძლებელ სავარძელი/მილზე. ამ ჩაშლიდან ჩანს რომ A-ს ხელფასების ბიუჯეტი უფრო მაღალია ერთ სავარძელ/მილზე, მაგრამ სამაგიეროდ ფასების დონეც უფრო მაღალია.
მაგრამ რას ნიშნავს ეს? რატომ არის ხელფასები უფრო მაღალი? უფრო მაღალ ხელფასს უხდის თანამშრომლებს თუ უფრო ბევრი თანამშრომელი ყავს სავარძლების რაოდენობასთან მიმართებაში? შესაბამისად კიდევ ერთი დონის ჩაშლაა საჭირო. როგორც დიაგრამაზე ხედავთ, A-ს ხელფასების დონე უფრო მაღალი აქვს, თუმცა თანამშრომლების რაოდენობა შედარებით ნაკლები...
წყარო:
#VALUATION - Measuring and Managing the Value of Companies
7th Edition
McKinsey & Company
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels
