შინაარსზე გადასვლა

Business Value

#TSR ჩაშლა

კარგი ფუნდამენტური მაჩვენებლები სულაც არ ნიშნავს კარგ მომგებიანობას ინვესტორისთვის, რადგან მომგებიანობაზე გავლენას ახდენს აქციის საინვესტიციო ფასი, რომელიც თავის მხრივ გარდა, ფუნდამენტური მონაცემებისა, დამოკიდებულია ბაზრის მოლოდინებზეც.

კარგი ROIC და Growth-ის მქონე ორგანიზაციების აქციების ფასებში როგორც წესი ასახულია მომავლის მოლოდნები, ამიტომ ასეთი აქციების ფასების კიდევ გაზრდა მოლოდინებზე გადაჭარბებებით ძალიან რთულია - რაც უკეთესია „ფუნდამენტალები“, მით რთულია მათი კიდევ გაუმჯობესება.

TSR – ის გააზრებით, შეგვძლია დავინახოთ თუ რა კომპონენტები (მათ შორის მოლოდინები) და რა წონით მონაწილეობენ მთლიან უკუგებაში.

ტრადიციული ფორმულა ასეთია:


TSR = % Change in Market Value + Dividends Yield

საიდანაც:

TSR = % Change in Net Income + % Change in P/E + Dividend Yield

ამ ფორმულაში P/E-ის ცვლილება შეიძლება აღვიქვათ როგორც ბაზრის მოლოდინის ცვლილება, რაც თავისთავად ძალიან საინტერესო ციფრია.
----------------------------------------------------------------------------------------------------------
თუმცა, ნაჩვენებ ტრადიციულ ფორმულას რამოდენიმე ნაკლი აქვს: დავუშვათ ორ კომპანიის TSR-ს ვადარებთ - რას ვერ დავინახავთ?

1.     მოგების ზრდა შეიძლება სხვადასხვა გზით მოხდეს და ყველა ტიპის ზრდა ერთიდაიმავე შედეგს არ იძლევა ორგანიზაციის ღირებულებაში, იმიტომ რომ განსხვავებულია ზრდისათვის საჭირო კაპიტალის ოდენობა და ROIC;

2.     დივიდენდის უკუგება აღიქმება როგორც პირდაპირი სარგებელი, რაც ეფუძნება დაშვებას რომ მისი ზრდა მომავლის დივიდენდებზე გავლენას არ მოახდენს, რაც ხშირად ასე არ არის. დივიდენდების ოდენობა უმეტესად არ ემთხვეევა ზედმეტი ფულის ოდენობას. მაგალითად, შესაძლოა კომპანიამ დივიდენდები დაარიგოს სესხის აღების გზით, რომლის გასტუმრება მომავალში მოუწევს;

3.     ფორმულა ვერ ითვალისწინებს ასევე ფინანსური ლევერეჯის ეფქტს. შესაძლებელია ორ ორგანიზაციას, რომლებიც ქმნიან თანაბარ ღირებულებას, ქონდეთ განსხვავებული TSR, - განსხვავებული ფინანსური ლევერეჯისა და შესაბამისი რისკების გამო.

TSR-ის დაშლის ახალი ფორმულა ასეთია:

TSR = %Change in Revenue – (E/P) * (Growth/ROIC) + Impact of Change in Profit Margin + Net Income/Market Value + % Change in P/E

ამ ფორმულაში შემოვიდა ფუნდამეტური მაჩვენებლები, და გამოჩდა TSR-ის დამოკიდებულება მათზე. ასევე, Dividend Yield-ის ნაცვლად არის Earning Yield, ანუ მომგებიანობა ნულოვანი ზრდის შემთხვევაში და ბოლოს, ლევერეჯის ეფექტის გათვალისწინება შესაძლებელია თუ ჩვეულებრივი P/E-ის ნაცვლად ფორმულაში Unlevered- P/E-ის გამოყენება მოხდება.

ქვემოთ ცხრილში ჩანს, რომ აქციებზე წლიური უკუგების 18%-დან, ზრდამ დააგენერირა 1.4%, მომგებიანობამ 10%, ლევერეჯმა 3.6 % ხოლო მოლოდინების ცვლილებამ 3%.


TSR Excel Model

წყარო:

#VALUATION - Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition;
McKinsey & Company, Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading