შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

ROIC თუ CFROI

შემთხვევათა დიდ უმრავლესობაში ROIC ეფექტურობის კარგი საზომია, მაგრამ არსებობს შემთხვევები როცა ის კარგად არ მუშაობს, და მისი ჩანაჩვვლება CFROI მაჩვენებლით ხდება (Cash Flow Return on Investment). რა იწვევს სხვაობას?

იდეალურ შემთხვევაში ROIC უნდა წარმოადგენდეს (ასახავდეს) ორგანიზაციის პროექტების IRR-ს ყველა გაკეთებულ ინვესტიციაზე. რადგან შეწონილი IRR-ის დათვლა პრაქტიკაში შეუძლებელია, (უამრავი პროექტია, სხვადასხვა უკუგებებით და ხანგძლივობებით), ვიყენებთ ROIC-ს როგორც შეწონილი IRR-ის გამოხატულებას.

მაგრამ არის შემთხვევები როცა ROIC არ შეესაბამება IRR-ს, და ეს დამოკიდებულია ინვესტირებულ კაპიტალთან მიმართებაში შემოსავლების გენერირების მოდელზე. მათემატიკურად დგინდება, რომ როცა საოპერაციო მოგება ინვესტირებული "ნეტო" კაპიტალის პროპორციულია მაშინ ROIC = IRR-ს. ანუ, თუ აქტივის ცვეთასთან ერთად მცირდება მისი უნარი დააგენერიროს შემოსავალი, ანუ შემოსავლის დონის შენარჩუნებას ჭირდება დამატებით ინვესტიციები აქტივებში, მაშინ ROIC კარგი საზომია.

არის შემთხვევები, როცა აქტივის ცვეთა მნიშვნელოვან განვლენას არ ახდენს გენერირებული შემოსავლების ოდენობაზე. მაგალითად, ჰიდრო-ელექტრო სადგურის შემთხვევაში, ერთჯერადი მსხვილი ინვესტიციის შედეგად ხდება ფულადი ნაკადების სტაბილური გენერირება ათეულობით წლების განმავლობაში. ასეთ შემთხვევაში თუ გენერატორს ცვეთას დავარიცხავთ, გამოვა რომ ROIC მუდმივი ზრდადი იქნება, მიუხედავად იმისა რომ ეფექტურობა არ შეიცვლება. ანუ ROIC-ს ვერ დავეყრდნობით, ამიტომ გადავდივართ CFROI-ზე.

CFROI = IRR-ს მაშინ როცა აქტივის მიერ გენერირებული ფულადი ნაკადები, აქტივებში გაკეთებული ბრუტო ინვესტიციის პროპორციულია. მათემატიკურად, CFROI არის დისკონტირების განაკვეთი, რომლისთვისაც გენერირებული ფულადი ნაკადების NPV უდრის ინვესტირებული ქეშის ოდენობას.

CFROI-ის შემთხვევაში ასევე ხდება ხოლმე ინფლაციის გავლენის იოლად გათვალისწინება, ინვესტირებული საწყისი კაპიტალის ინფლაციის შესაბამისი ინდექსაციის გზით. თუმცა ინფლაციის გავლენის კორექციის შეტანა ROIC -შიც შეიძლება.

პრაქტიკულობის თვალსაზრისით უნდა ითქვას რომ CFROI-ს დათვლა რთული მათემატიკაა, და პერიოდების მიხედვით იტერაციებს საჭიროებს. თუმცა არსებობს მეთოდები, რომელიც მისი მიახლოებითი გამოყვანის საშუალებას იძლევა.

წყარო:

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading