შინაარსზე გადასვლა

Excel Models

MS Project-ი დველოპმენტში

MS Project-ი, აპრობირებულია სამშენებლო პროექტებში, მაგრამ მის პრაქტიკულ გამოყენებას ცოტა თუ ახერხებს. საქმე იმაშია რომ ამ პროგრამას ძირითადად იყენებენ ვადების სამართავად, მაშინ როცა სინამდვილეში მისი გამოყენება საჭიროა პროექტის მომგებიანობის მენეჯმენტისთვის.

პირველ რიგში ვადების გეგმის შედგენასთან ერთად საჭიროა პროექტის ხარჯთაღრიცხვის ინტეგრაცია. ქვემოთ ცხრილში მოცემულია რესურსების ინტეგრაციის ნაწილი. სადაც ასახულია სამშენებლო მასალებისა და სამუშაო საათების ფასები. ეს არც ისე რთული გასაკეთებელია, როგორც შეიძლება მოგეჩვენოთ.

აქ საჭირო არ არის ხარჯების ძალიან დაწვრილმანება ბუღალტრული სიზუსტით. თუმცა იმ დონის დეტალიზაცია უნდა გვქონდეს რომ პროგრამამ დაგვანახოს, მაგალითად არმატურის გაძვირებამ 100$-ით რა გადახრა მოგვცა დაგეგმილი ბიუჯეტიდან.

რა ინფორმაციის მიღების საშუალებას იძლევა პროგრამა:

  • რამდენია მოსალოდნელი გადახარჯვა ვადების დარღვევის გამო?

ვადების გეგმის შედგენისას საჭიროა ყველა ღონისძიების ერთმანეთში გადაჯაჭვა ისე რომ კრიტიკული ხაზი თვალსაჩინო იყოს. "კრიტიკული ხაზი" კარგად აჩვენებს მიმდინარე დაგვიანებას და პროექტის საბოლოო ვადებს შორის კავშირს. ამასთან, დაგვიანების შემთხვევაში იზრდება პროექტის ხარჯები და პროგრამა აჩვენებს მოსალოდნელი გადახარჯვის მოცულობას

  • შესრულებული სამუშაოების რეპორტი ძველი ფასებით (Earned Value Report)

ეს რეპორტი საშუალებას გვაძლევს რომ დავინახოთ შესრულებული სამუშაოების მოცულობა ციფრობრივ ერთეულებში, არა დროის არამედ საქმის მოცულობის თვალსაზრისით. მაგალითად, თუ დაგეგმილი გვქონდა რომ 3 თვის განმავლობაში უნდა შეგვესრულებინა 300 ათასი დოლარის სამუშაო, რამდენის შევასრულეთ რეალურად, იმ დაშვებით რომ დაგეგმილი ფასები არ შეცვლილა. ეს არის ყველაზე კრიტიკული მაჩვენებელი რომელიც ბიუჯეტის/საქმის შესრულებას რეალურად აჩვენებს:

დავუშვათ, თუ გეგმით უნდა დაგველაგებინა 300 ბლოკი, თითო ბლოკში გადაგვეხადა 2 ლარი, და დალაგებაში 2 ლარი, მაგრამ დავალაგეთ 200 ბლოკი და თითო ბლოკში გადავიხადეთ 3 ლარი - ბიუჯეტი შეიძლება შესრულებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ სამუშაოების შესრულება მხოლოდ 67%-ი იქნება, მიუხედავად იმისა რაში რა გადავიხადეთ.

Earned Value Report-ი მოსახერხებელია იმისთვის, რომ ყველა ტიპის სამუშაოს თარგმნა შესაძლებელია ერთ განზომილებაში.

  • გადახრა დაგეგმილი ბიუჯეტიდან რას გვაძლევს მოგებასთან მიმართებაში

რამდენად შეესაბამება შესრულებული სამუშაოების ბიუჯეტი, იმავე სამუშაოების ფინანსურ გეგმას. რა დაგვიჯდა რეალურად 200 ბლოკის დადება და რამდენი იყო ბიუჯეტში გამოყოფილი ამ სამუშაოსთვის? მეტი გადავიხადეთ თუ ნაკლები ბლოკში? მეტი გადავიხადეთ თუ ნაკლები შრომაში? თუ სამუშაოები გაძვირდა, რა ცვლილებას მოგვცემს ეს გაძვირება მოგებასთან მიმართებაში? რამდენი პროცენტით უნდა ავწიოთ ფასი რომ დაგეგმილი მოგება შევინარჩუნოთ?

პ.ს

ამ პროგრამის დანერგვა და ყოველთვიური განახლება საშუალებას იძლევა დავინახოთ კავშირი მიმინარე ფაქტიურ შესრულებასა და პროექტის ბოლოსთვის დაგეგმილ მოგებას შორის. როცა კარგად აღიქმება კავშირი დღევანდელ მცირე გადახრებსა და მოსალოდნელ მძიმე შედეგებს შორის, რეაგირება დროული და ეფექტური ხდება.

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading