Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts
ლიკვიდობის რისკი

მაინც რა არის ლიკვიდობის რისკი და რატომ არის მისი შინაარსის ცოდნა აუცილებელი ინვესტორისთვის?
ქვემოთ ფოტოზე შედარებულია ორი ორგანიზაცია - ერთი კარგად მართავს ლიკვიდობის რისკს და მეორე ცუდად...

ლიკვიდობის სწორად მართვა არც ისე იოლი ამოცანაა. ერთის მხრივ ლიკვიდური აქტივების უქმად გაჩერება ალტერნატიული შემოსავლის კარგვას იწვევს, მეორეს მხრივ კრიზისის დროს ლიკვიდობის საჭიროებამ შეიძლება არალიკვიდური აქტივების დაბალ ფასში ლიკვიდაცია და ღრმა წაგება გამოიწვიოს...
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ რისკის მართვა, ჩვენთან, მშენებარე უძრავი ქონების ბაზარზე, - მაშინ როცა განვადებით გაყიდვები და მშენებლობა პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს...
თუ პრობლემას შევხედავთ, უძრავ ქონებაში, ინვესტორის თვალით, დავინახავთ, რომ ჩვენთან სამშენებლო-დეველოპერულ სექტორში დროდადრო დგება პერიოდები, როცა საბაზრო კრიზისი იწყება და მოუმზადებლობის გამო დეველოპერები "აქციებს" აინიცირებენ. სწორედ ამ დროს ჩნდება მაღალი უკუგების გენერაციის შანსები...
ფოტოს წყარო:
Financial Markets and Institutions - By Anthony Saunders, Marcia Cornett and Otgo Erhemjamts