Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts
დეფოლტის რისკი

ითვალისწინებთ თუ არა დეფოლტის რისკს, როცა ქართულ ბაზარზე ობლიგაციებს ყიდულობთ? თუ კი, - კონკრეტულად როგორ?
არსებობს ესეთი საინტერესო მაჩვენებელი - RORAC (Return on Risk Adjusted Capital), რომელიც პირველად Bankers Trust-მა (შეიძინა Deutsche Bank-მა 1998 წელს) გამოიყენა და შემდეგ თითქმის ყველა მსხვილმა ამერიკულმა და ევროპულმა ბანკმა ჩაუშვა რისკების მართვის სისტემაში.
ფორმულა აღწერს უკუგებას კაპიტალის იმ მოცულობაზე რომელიც „მოულოდნელი“ რისკის ქვეშ იმყოფება. ვფიქრობ, ის გამოყენებადია ობლიგაციის ყიდვის გადაწყვეტილების მიღებისას.
RORAC = წლიური მოგება/აქტივი რისკის ქვეშ
სადაც,
წლიური მოგება = საპროცენტო შემოსავლებს - შესაბამისი ხარჯები
აქტივი რისკის ქვეშ = აქტივის ღირებულება X მოულოდნელი
დეფოლტის ალბათობა X დანაკარგი დეფოლტის შემთხვევაში
დავუშვათ, იყიდეთ 100 000 ლარის ორ წლიანი ობლიგაციები, რომელიც წელიწადში გიხდით 10%-ს, ხოლო თქვენი ხარჯი არის 3% (საბროკერო, ტრანზაქციის საკომისიო თუ სხვა...)
ასეთ შემთხვევაში, თქვენი რეალური წლიური შემოსავალი იქნება 100 000 X (10%-3%) = 7000 ლარი.
შემდეგ, დავუშვათ, რომ 100 წელიწადში ერთხელ, ხდება მოულოდნელი რეცესია, ისეთი რომელიც იწვევს მსგავსი ობლიგაციების გამომშვები ორგანიზაციების 40%-ის ბანკროტს, ხოლო ბანკროტის შემთხვევაში იკარგება აქტივის ღირებულების 100%.
ასეთ შემთხვევაში, რისკის ქვეშ მყოფი აქტივის ღირებულება იქნება = 100 000 X 40% X 100% = 40 000 ლარი.
შესაბამისად, - RORAC = 7000/40000 = 17.5%.
თუ მიღებული შედეგი მაღალია თქვენს ალტერნატიულ ხარჯებზე (მაგალითად რომ გეყიდათ და გაგექირავებინათ ლიკვიდური უძრავი ქონება) - მაშინ ინვესტიცია მისაღებია და პირიქით. ბანკები ამ მონაცემს ადარებენ საკუთარ ROE-ს.
ზედმეტად თეორიული ჩანს კალკულაცია, მაგრამ პრაქტიკული ხდება, როცა ობლიგაციის (ან თუნდაც საინვესტიციო პროექტის) ორ ვერსიას ადარებ ერთმანეთს. მაგალითად, გვაქვს მეორე ობლიგაცია რომელიც 10%-ის ნაცვლად იხდის 8%-ს, თუმცა ნაწილობრივ უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით და დეფოლტის შემთხვევაში დანაკარგი მხოლოდ 50%-ი იქნება. ასეთ შემთხვევაში RORAC = 25%-ს...

პ.ს.
ჩემი აზრით აქ მთავარი არ არის მოულოდნელი რისკი მაინდამაინც 100 წლიანი სტატისტიკის მიხედვით შეაფასო. შეიძლება სულ თავისუფლად დაუშვა, ნებისმიერი ობლიგაციის გამცემი ორგანიზაციის გაკოტრების ლაბათობა, თუმცა არა 40%-ით, არამედ 3, ან 5%-ით, და ფორმულა ისე გამოიყენო ორი სხვადასხვა ობლიგაციის შესადარებლად. აქ მთავარი მომენტია ის რომ გადაწყვეტილების რაციონალიზაცია მოხდეს...
იდეის წყარო:
Financial Markets and Institutions – By Anthony Saunders, Marcia Cornett and Otgo Erhemjamts