Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts
ლიკვიდობისა და მიუკერძოებელი მოლოდინის ჰიპოთეზები

ფული შეიძლება განიხილო როგორც ნეგატიური NPV- აქტივი რადგან არ არის ჩაშვებული პროცენტის გამომუშავებაში, მეორე მხრივ კი შეიძლება განიხილო როგორც დადებითი NPV შესაძლებლობაში ინვესტირების ოფცია, ან მოვლენების ცუდად განვითარების შემთხვევაში ვალდებულების გადახდის დაზღვევა.
შესაბამისად, ყოველთვის არსებობს, ლიკვიდური აქტივების გაჩერების რაღაც ოპტიმალური ოდენობა (თუმცა კონკრეტული თეორია რომელიც ამ ექვილიბრიუმს დაადგენს, ჯერ არ შემხვედრია).
"ლიკვიდობის რისკის პრემიის" ინტეგრირება "ობიექტური მოლოდინების თეორიაში", კიდევ ერთხელ ადასტურებს ლიკვიდური აქტივების ფლობის უპირატესობას.
გაგახსენებთ - ობიექტური მოლოდინების თეორიის მიხედვით, ხდება საპროცენტო განაკვეთების დინამიკის მოლოდინის დადგენა, მოკლევადიან და გრძელვადიან ბონდებზე არსებული მიმიდნარე (spot) განაკვეთების მეშვეობით. ამ თეორიის კიდევ უფრო დახვეწილი ვერსია ახალი სახელით - Liquidity Premium Theory, სადაც ლიკვიდობის კომპონენტია ფორმულებში დამატებული*.
ქვემოთ, გრაფიკზე მოცემულია განსხვავება ამ ორი თეორიით მიღებულ განსხვავებულ მოლოდინებს შორის. მრუდის გადაადგილებას იწვევს ლიკვიდობის ნაწილის ჩამატება.*

ინტუიციური მსჯელობისთვის მნიშვნელოვანია, რომ ლიკვიდობის რისკი დავინახოთ ორ ნაწილად:
პირველი, - ზოგი ბონდი ან აქცია ბირჟაზე არ ივაჭრება და შესაბამისად დაბალლიკვიდურია. ამის გამო ბაზარი მოითხოვს უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს (ანუ დაბალ ფასს აქტივზე) სხვა თანაბარ პირობებში.
მეორე, რაც უფრო გრძელვადიანია ბონდი, მით მაღალია ლიკვიდობის რისკი, რადგან საპროცენტო განაკვეთების მიმართ უფრო მგრძნობიარეა აქტივის ფასი. შესაბამისად ლიკვიდობის კომპონენტი ფორმულაში ზრდადია ხანგძლივობასთან მიმართებაში. (პრაქტიკაშიც ასე არის, - მოკლევადიანი ბონდების ბრუნვა მნიშვნელოვნად აღემატება გრძელვადიანისას).
წყარო:
Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts