Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause
შერწყმა - ქეში თუ აქციები

როცა ერთი კომპანია მეორეს თანხით ყიდულობს:
1. მოლაპარაკების შედეგებზე გავლენას ახდენს სინერგიის მასშტაბი, რომელიც მიღწევადია შერწყმის შედეგად;
2. არსებობს მინიმალური და მაქსიმალური ზღვრები. მინიმალური დამოკიდებულია მიზნობრივი ობიექტის შესყიდვამდე არსებულ საბაზრო ფასზე, მაქსიმალური კი სინერგიის მოცულობაზე;
3. ასეთი გარიგებებიდან თითქმის ყოველთვის სინერგიული მოგების სრული ნაწილი მიზნობრივი კომპანიის მფლობელებს მიაქვთ, შემსყიდველები კი როგორც წესი ნულოვან მოგებაზე გადიან და ხშირად აგებენ კიდევაც...

როცა შერწყმა აქციების გაცვლით ხდება, შემსყიდველი ორგანიზაცია ერთის მხრივ ახდენს ამ ოპერაციის შესაბამისი რისკების გადანაწილებას მიზნობრივი ორგანიზაციის მფლობელებზე, მეორეს მხრივ კი იძლევა სიგნალს, რომ მისი აქციების საბაზრო ფასი სამართლიან ფასზე მაღალია...
აქციების კონვერტირების მაჩვენებელი დამოკიდებულია შერწყმის შედეგად მოსალოდნელ სინერგიულ ეფექტზე:

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition