ქცევითი ფინანსები
რა შეცდომები არ უნდა დაუშვას აქტიურმა ინვესტორმა

აქტიური ინვესტორი არ ნიშნავს ინვესტორს, რომელიც უბრალოდ მეტ რისკს იღებს. Benjamin Graham-ის გაგებით, აქტიური ინვესტორი არის ადამიანი, რომელიც მეტ დროს და ანალიზს ხარჯავს და ამიტომ შეუძლია უფრო ფართო არჩევანიდან მოძებნოს საინტერესო შესაძლებლობები.
მაგრამ აქვე ჩნდება მთავარი საფრთხეც: მეტი არჩევანი ადვილად შეიძლება გადაიქცეს ზედმეტი რისკის აღების ცდუნებად.
სწორედ ამიტომ აქტიური ინვესტორისთვის პირველი კითხვა ხშირად არაა „რა ვიყიდო?“, არამედ —
„რა შეცდომა არ უნდა დავუშვა?“
ობლიგაციები
ყველაზე მარტივი შეცდომაა მაღალი yield-ის გამო ხარისხის დათმობა.
ვთქვათ, მაღალი ხარისხის ობლიგაცია 5%-ს გვაძლევს, უფრო სუსტი კი 7%-ს. ერთი შეხედვით, დამატებითი 2% მიმზიდველია. მაგრამ თუ ამ 2%-ის სანაცვლოდ principal-ის მნიშვნელოვანი ნაწილის დაკარგვის რისკს ვიღებთ, გარიგება უკვე აღარ გამოიყურება ისე კარგად.
Graham-ს მოჰყავს მაგალითი, როდესაც მეორე ხარისხის ობლიგაციები დაახლოებით 102-დან 68-მდე დაეცა, მაშინ როდესაც მაღალი ხარისხის ობლიგაციებთან შედარებით მათი დამატებითი შემოსავალი მხოლოდ 1.75 პროცენტული პუნქტი იყო. ანუ მცირე დამატებითი წლიური შემოსავლის სანაცვლოდ ინვესტორი გაცილებით დიდ downside-ს იღებდა.
აქ მთავარი აზრი ჩემთვის ასეთია:
მეტი yield საკმარისი მიზეზი არ არის მეტი რისკის ასაღებად.
მაგრამ იგივე დაბალი ხარისხის bond, რომელიც 100-ზე არამიმზიდველია, შეიძლება 70-ზე უკვე საინტერესო გახდეს. ამ შემთხვევაში ინვესტორს მხოლოდ მაღალი yield აღარ აქვს — უჩნდება capital gain-ის შესაძლებლობაც, თუ მდგომარეობა გამოსწორდა.
ანუ აქტივის ხარისხი და ინვესტიციის ხარისხი ერთი და იგივე არ არის. ფასი ყველაფერს ცვლის.
ამავე ლოგიკით Graham უცხო სახელმწიფოების ობლიგაციებსაც დიდი სიფრთხილით უყურებს. მაღალი yield შეიძლება მიმზიდველი იყოს, მაგრამ თუ პრობლემის შემთხვევაში მოთხოვნის აღსრულების შესაძლებლობა შეზღუდულია, დამატებითი შემოსავალი შეიძლება ამ რისკს საერთოდ არ ანაზღაურებდეს.
ახალი ემისიები
მეორე დიდი შეცდომა ახალი ემისიების მიმართ ზედმეტი ენთუზიაზმია.
Graham აქ ორ მარტივ მიზეზს გამოყოფს.
პირველი — ახალ ემისიას ყოველთვის ძლიერი გაყიდვის ძალა ახლავს. კომპანიას, investment bank-სა და სხვა მონაწილეებს გარიგების წარმატება აწყობთ.
მეორე კი უფრო მნიშვნელოვანია: კომპანიები ახალ securities-ს, როგორც წესი, მაშინ უშვებენ, როცა საბაზრო პირობები მათთვის ხელსაყრელია.
ანუ თუ გარემო ძალიან კარგია გამყიდველისთვის, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ის ისეთივე კარგია მყიდველისთვისაც.
Graham კიდევ ერთ საინტერესო პროცესს აღწერს.
Bull market-ის დასაწყისში ბაზარზე შეიძლება საკმაოდ კარგი კომპანიები ნორმალურ ფასად გამოვიდნენ. პირველ მყიდველებს კარგი მოგებაც დარჩეთ. შემდეგ ეს წარმატებები სხვებსაც იზიდავს.
რაც ბაზრის ენთუზიაზმი იზრდება:
- ახალი ემისიების რაოდენობა მატულობს;
- კომპანიების ხარისხი თანდათან უარესდება;
- მოთხოვნილი ფასი იზრდება;
- და ბოლოს ბაზარი უკვე სუსტ ბიზნესებსაც ძალიან მაღალ ფასად იღებს.
განსაკუთრებით საშიშია, როცა კომპანიის კარგი ისტორია მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელს მოიცავს. დროებით მაღალი growth ან margin ადვილად შეიძლება ნორმალურ მდგომარეობად მივიღოთ და შემდეგ ამ უკვე ზედმეტად ოპტიმისტურ შედეგებზე მაღალი multiple-იც გადავიხადოთ.
აქტიურ ინვესტორს სწორედ აქ სჭირდება მეტი დისციპლინა.
მისი უპირატესობა ის არ არის, რომ მეტი ტიპის ფასიანი ქაღალდის ყიდვა შეუძლია. უპირატესობა ის არის, რომ შეუძლია უკეთ გაარჩიოს, როდის ღირს სტანდარტული არჩევანიდან გადახვევა და როდის — არა.
ზოგჯერ კარგი საინვესტიციო გადაწყვეტილება ყიდვა კი არა, უბრალოდ უარის თქმაა.
წყარო
Benjamin Graham, The Intelligent Investor.