ზრდა
შესანიშნავი კომპანია ≠ შესანიშნავი ინვესტიცია

როგორც Benjamin Graham_ი იტყოდა, კომპანიის ხარისხი და ზრდა თავისთავად არ განსაზღვრავს საინვესტიციო შედეგს. გადამწყვეტია, რა ფასს იხდი და რა მოლოდინებია უკვე ასახული ამ ფასში.
შესანიშნავი კომპანიის აქციების შეძენაც კი შეიძლება ძალიან ცუდი ინვესტიცია აღმოჩნდეს, თუ ბაზარს მისი მოსალოდნელი ზრდა და სამომავლო წარმატება უკვე სრულად აქვს ასახული ფასში. ინვესტირებისას მთავარი სირთულე იმის გარკვევა კი არ არის, ძლიერია თუ სუსტი კომპანია; მთავარი სირთულეა იმის გააზრება, რა ფასს იხდი ამ ხარისხში.
ამის შეფასების ერთ-ერთი გზაა საბაზრო ფასში ნაგულისხმევი ზრდის ტემპი. იმის ნაცვლად, რომ ვიკითხოთ „რამდენად სწრაფად გაიზრდება ეს კომპანია?“, ეს მაჩვენებელი განსხვავებულ კითხვას სვამს:
„რამდენად სწრაფად უნდა გაიზარდოს კომპანია, რათა აქციის დღევანდელი ფასი გაამართლოს?“
სხვა სიტყვებით, ეს მაჩვენებელი აფასებს ზრდის ტემპს, რომელიც უკვე ნაგულისხმევია კომპანიის მიმდინარე საბაზრო ღირებულებაში. ამიტომ იგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: გვიჩვენებს, რეალურად რამდენად მომთხოვნი — ან რამდენად გონივრული — არის ბაზრის მოლოდინები.
იმისთვის, რომ ეს ანალიზი სწრაფი და ხელმისაწვდომი ყოფილიყო, შევქმენით მარტივი საბაზრო ფასში ნაგულისხმევი ზრდის ტემპის კალკულატორი.
მაგალითად, ქვემოთ მოცემული სურათი გვიჩვენებს, რომ Domino’s Pizza-ს შემთხვევაში, კომპანიის ფირმისთვის თავისუფალი ფულადი ნაკადი (FCFF) უნდა გაიზარდოს დაახლოებით წლიურად 2.9%-ით მომდევნო 10 წლის განმავლობაში დღევანდელი აქციის ფასის გასამართლებლად.
(ამჟამად ხელმისაწვდომია მხოლოდ აშშ-ში მოქმედი საოპერაციო კომპანიებისთვის.)

P.S.
კომპანიების დეტალური შეფასებისას ერთ ნაგულისხმევ ზრდის ტემპზე გაცილებით ღრმად ჩავდივართ. ნაგულისხმევ ზრდას სხვადასხვა სცენარის მიხედვით ვაფასებთ და საოპერაციო მარჟების, რეინვესტირების განაკვეთების, კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულებისა (WACC) და ბიზნესრისკის შესახებ განსხვავებულ დაშვებებს ვიყენებთ. ზემოთ მოცემული კალკულატორი განკუთვნილია როგორც სწრაფი, ზოგადი შეფასების ინსტრუმენტი, ხოლო ჩვენი სრული შეფასების პროცესი ბაზრის ფასში ჩადებულ მოლოდინებს გაცილებით უფრო სრულყოფილად წარმოაჩენს.