შინაარსზე გადასვლა

Advanced Finance

CDS ფიქსირებული კუპონი

პრაქტიკული შეხედულებებიდან გამომდინარე ერთი სერიის CDS-ის კონტრაქტის კუპონი ფიქსირებული რცება ხოლმე ახალ კონტრაქტებშიც, მიუხედავად იმისა რომ საბაზრო სპრედი ცვალებადია. ამის გამო ახალ მყიდველსა და გამყიდველს შორის კონტრაქტის დადებისას Mark-to-Market სხვაობის ანაზღაურება Upfront Payment-ით ხდება. კუპონის ნომინალსა და საბაზრო სპრედს შორის სხვაობას კომპენსირება ჭირდება.

შეიძლებოდა ახალი კონტრაქტი უბრალოდ ახალი ნომინალით გამოსულოყო, მაგრამ იმის გამო, რომ სტანდარტული კუპონი კონტრაქტების შედარებას, ვაჭრობას, netting-სა და clearing-ს ამარტივებს, upfront payment მექანიზმი უფრო მოსახერხებელი გამოდგა.

დავუშვათ: fixed coupon = 100 bps, მიმდინარე market spread = 70 bps, შედეგად დაცვის მყიდველი მომავალში სამარტლიან ფასზე 30 bps-ით მეტს გადაიხდის. შესაბამისად დაცვის გამყიდველი მყიდველს კონტრაქტის დასაწყისში უხდის ერთჯერად upfront payment-ს. და პირიქით, თუ market spread 130 bps-ია, მყიდველი სამართლიანზე ნაკლებ კუპონს გადაიხდის, ამიტომ upfront-ს უკვე მყიდველი უხდის გამყიდველს.

შინაარსობრივად, Upfront payment წარმოადგენს მომავალი კუპონების სხვაობის მიმდინარე ღირებულებას, რისკების გათვალისწინებით. Upfront payment ერთჯერადია, fixed coupon კი პერიოდულად — ჩვეულებრივ კვარტალურად — იხდება.

მაგალითად, თუ:

  • ურისკო განაკვეთი დაახლოებით 3%–4%-ია;
  • investment-grade CDS spread დაახლოებით 50 bps-ია;
  • recovery rate — 40%,

მაშინ hazard rate დაახლოებით იქნება:λ0.50%140%=0.83%lambda approx frac{0.50%}{1-40%}=0.83%

შესაბამისად, ერთიან implied rate-ს დაახლოებით 4%–5% შეიძლება შეესაბამებოდეს.

High-yield CDS-ის შემთხვევაში დეფოლტის რისკი უფრო მაღალია, ამიტომ implied rate შეიძლება დაახლოებით 8%–10% ან მეტიც იყოს.

CDS ტიპიუხეში implied rate
Investment gradeდაახლოებით 4%–5%
High yieldდაახლოებით 8%–10%
Distressed creditშესაძლოა გაცილებით მაღალი

ბაზარზე ამ implied rate-ს ცალკე ჩვეულებრივ არ აკოტირებენ. ის მხოლოდ სასარგებლო ინტერპრეტაციისთვის დავწერე

Investment-grade CDS-ში მომავალი spread difference-ის ეფექტური დისკონტირების განაკვეთი ურისკო განაკვეთთან ახლოსაა, მაგრამ survival risk-ის გამო ოდნავ უფრო მაღალია.

ადაპტირებულია წყაროდან:

  • John C. Hull, Options, Futures, and Other Derivatives, Chapter 24 — Credit Derivatives.

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading