შინაარსზე გადასვლა

Advanced Finance

პორთფელის დაზღვევა CDS-ის ინდექსით

თუ ცალკეული Credit Default Swap-ით ერთი კომპანიის საკრედიტო რისკის გადასცემა ხდება. CDS ინდექსი იმავე პრინციპს კომპანიების სტანდარტიზებულ პორტფელზე ავრცელებს. ერთი გარიგებით ინვესტორს შეუძლია მთელი საკრედიტო ბაზრის სეგმენტზე დაცვის ყიდვა ან გაყიდვა.

მაგალითად ცნობილი ინდექსებია:

  • CDX.NA.IG — 125 ჩრდილოამერიკული investment-grade კომპანია;
  • iTraxx Europe — 125 ევროპული investment-grade კომპანია.

კომპანიები შემთხვევით არ შეირჩევა. ინდექსების ადმინისტრატორი წინასწარ განსაზღვრული წესების მიხედვით ითვალისწინებს საკრედიტო რეიტინგს, რეგიონს, სექტორულ წარმომადგენლობასა და CDS-ებით ვაჭრობის ლიკვიდობას.

დავუშვათ, ინვესტორს ინდექსში შემავალ თითოეულ კომპანიაზე 800,000 $ დაცვა სურს. საერთო დაცული ნომინალი იქნება: 800,000 $ × 125 = 100 მილიონი $

66 საბაზისო პუნქტის spread-ის პირობებში, დაცვის მყიდველი იხდის ნომინალის 0.66%-ს ყოველწლიურად, ან დაცვის წლიური პრემიაა: 100 მილიონი $ × 0.66% = 660,000 $

შესაბამისად, 125 ცალკეული CDS კონტრაქტის გაფორმების ნაცვლად, ინვესტორი ერთ სტანდარტიზებულ ინდექსურ გარიგებას იყენებს.

რა ხდება ერთი კომპანიის დეფოლტისას?

დავუშვათ, ინდექსში შემავალი ერთი კომპანია დეფოლტდება და მისი recovery rate 40%-ია. ამ კომპანიაზე დანაკარგი გამოვა: 800,000 $ × (1 − 40%) = 480,000 $ შესაბამისად, დაცვის გამყიდველი დაცვის მყიდველს 480,000 $ გადაუხდის.

ინდექსში შემავალი კომპანიების ნუსხა გამოდის სერიებად. გადეფოლტებული კომპანია არსებულ სერიაში მაშინვე ახალი კომპანიით არ ჩანაცვლდება. settlement-ის შემდეგ ინდექსის ეს სერია 124 მოქმედი კომპანიით აგრძელებს არსებობას, ხოლო დარჩენილი ნომინალი საწყისი მოცულობის 99.2%-მდე მცირდება.

მაჩვენებელიდეფოლტამდეერთი დეფოლტის შემდეგ
მოქმედი კომპანიების რაოდენობა125124
ნომინალი თითო კომპანიაზე800,000 $800,000 $
ინდექსის დარჩენილი ნომინალი100,000,000 $99,200,000 $
Index factor100.0%99.2%
წლიური პრემია 66 bps-ზე660,000 $654,720 $
დეფოლტის settlement480,000 $

როდის ხდება კომპანიის ჩანაცვლება?

CDX.NA.IG წელიწადში ორჯერ, მარტსა და სექტემბერში, ახლდება. ყოველი index roll-ის დროს იქმნება ახალი სერია, განახლებული 125 კომპანიის შემადგენლობით. ზოგი კომპანია ინდექსში რჩება, ზოგი ამოიღება, ხოლო ზოგი ახალი კომპანია ემატება. ძველი სერია არ ქრება. ის აგრძელებს არსებობას როგორც off-the-run series, თუმცა ვაჭრობის ძირითადი ლიკვიდობა ჩვეულებრივ უახლეს, on-the-run series-ში გადადის. სერიები დაახლოებით 5 წლით იქმნება, მაგრამ რადგან კომპანიების ნუსხა სპეციალური კრიტერიუმებით იქმნება სავაჭროდ ახალი სერია უფრო მიმზიდველია.

ქვემოთ მოცემული, ინდექსის გრაფიკი აჩვენებს სპრედს bps-ში, ანუ რა გამოგივა წლიური პრემია მაგის დანახვაა შესაძლებელი. და იმის აღქმაც, ბაზარი როგორ აფასებს დაზღვევის მნიშვნელობას, - რამდენად დიდია დეფოტლების მოლოდინები:

გრაფიკს წყარო: https://cbonds.com/indexes/204395/

ასევე არის Mark-to-Market გრაფიკიც (ქვემოთ), რომელიც აჩვენებს უკვე რეალიზებული CDS-ის ღირებულებას, მიმდინარე სპრედიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ დააკონტაქტე CDS დაბალ ფასში და შემდეგ სპრედი გაიზარდა ბაზარზე, ბუნებრივია შენ კონტრაქტს გაუჩნდება დამატებითი ღირებულება.

ქვემოთ მოცემული გრაფიკი წარმოადგენს მუდმივად განახლებად, rolling index-ს, რომელიც დროის კონკრეტულ მომენტში მოქმედ on-the-run CDX.NA.IG 5Y სერიას მიჰყვება. ახალი სერიის გამოშვებისას ინდექსი ძველი სერიიდან ახალში გადადის. მეთოდოლოგიის მიხედვით, CDX.NA.IG-ის roll ჩვეულებრივ მარტსა და სექტემბერში ხდება, ხოლო გადასვლა ეტაპობრივად, რამდენიმე სავაჭრო დღის განმავლობაში ხორციელდება.

გრაფიკი წყარო:

https://markets.ft.com/data/indices/tearsheet/summary?s=UISYMI5S:RCT&utm_source=chatgpt.com

ადაპტირებულია წყაროდან:

  • John C. Hull, Options, Futures, and Other Derivatives, Chapter 24 — Credit Derivatives.

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading