Options, Futures & Other Derivatives, - John C. Hull
CDS და ობლიგაციების სპრედები
რატომ უნდა იყოს CDS spread დაახლოებით იმ დამატებითი შემოსავლის ტოლი, რომელსაც კორპორაციული ობლიგაცია ურისკო ინსტრუმენტთან შედარებით გვთავაზობს?
ობლიგაციის სპრედი
კორპორაციული ობლიგაციის მყიდველი კომპანიის საკრედიტო რისკს საკუთარ თავზე იღებს. თუ კომპანია ვალდებულებებს შეასრულებს, ინვესტორი მიიღებს:
- ობლიგაციის კუპონებს;
- ნომინალს ობლიგაციის ვადის ბოლოს.
თუ კომპანია დეფოლტდება, ინვესტორმა შეიძლება ნომინალის მხოლოდ ნაწილი დაიბრუნოს. სწორედ ამ რისკის გამო კორპორაციული ობლიგაცია, ჩვეულებრივ, ურისკო ინსტრუმენტზე უფრო მაღალ შემოსავლიანობას გვთავაზობს.
მაგალითად, დავუშვათ: ხუთწლიანი კორპორაციული ობლიგაციის yield არის 7%; შესაბამისი ხუთწლიანი risk-free rate არის 5%. ობლიგაციის დამატებითი შემოსავლიანობა იქნება:
7% – 5% = 2%, ანუ 200 basis point.
ეს დამატებითი 2% წარმოადგენს კომპენსაციას იმ რისკებისთვის, რომელსაც კორპორაციული ობლიგაციის მფლობელი საკუთარ თავზე იღებს.
თუ ინვესტორი CDS დაცვასაც იყიდის?
Hull განიხილავს შემდეგ მაგალითს:
- ინვესტორი ნომინალურ ღირებულებად ყიდულობს ხუთწლიან კორპორაციულ ობლიგაციას;
- ობლიგაციის yield არის 7%;
- იმავე კომპანიის დეფოლტისგან დასაცავად ყიდულობს ხუთწლიან CDS-ს;
- CDS spread არის 2%, ანუ 200 basis point.
ინვესტორი ობლიგაციიდან იღებს 7%-ს, მაგრამ CDS დაცვისთვის იხდის 2%-ს. შესაბამისად, მისი წმინდა წლიური შემოსავალია:
7% – 2% = 5%
ეს ზუსტად ემთხვევა risk-free rate-ს, ანუ: კორპორაციული ობლიგაცია + CDS დაცვა ≈ ურისკო ობლიგაცია
რა ხდება დეფოლტის შემთხვევაში?
თუ კომპანია დეფოლტდება, ინვესტორი ობლიგაციაზე ზარალს მიიღებს. მაგრამ CDS-ის დაცვის მყიდველს შეუძლია მიიღოს ზარალის შესაბამისი კომპენსაცია. ფიზიკური ანგარიშსწორების შემთხვევაში ინვესტორს შეუძლია ობლიგაცია ნომინალის სანაცვლოდ გადასცეს დაცვის გამყიდველს.
შედეგად, ობლიგაციაზე მიღებული საკრედიტო ზარალი CDS-ით კომპენსირდება. ინვესტორი დეფოლტამდე იღებდა 5%-იან წმინდა შემოსავალს, ხოლო მიღებული ნომინალის დარჩენილი პერიოდის განმავლობაში risk-free rate-ით დაბანდება შეუძლია. ამიტომ ობლიგაციისა და CDS დაცვის კომბინაცია დაახლოებით ურისკო პოზიციას ქმნის.
სიტყვა „დაახლოებით“ მნიშვნელოვანია, რადგან რეალურ ბაზარზე ობლიგაციისა და CDS-ის პირობები შეიძლება იდეალურად არ ემთხვეოდეს.
Asset Swap Spread
Hull შესაბამის risk-free benchmark-ად LIBOR/swap rate-ს იყენებს. კორპორაციული ობლიგაციის yield-ის სიჭარბეს swap rate-ზე Asset Swap Spread ეწოდება.
ანუ:
Asset Swap Spread = Bond Yield – Risk-Free Rate
შესაბამისად, თეორიულად:
CDS Spread ≈ Asset Swap Spread
მაგრამ რეალურ ბაზარზე ეს ორი ყოველთვის ზუსტად ტოლი არ არის და მათ შორის სხვაობას CDS-bond basis ეწოდება, რომელიც შეიძლება იყოს უარყოფითიც და დადებითიც. იმის, გამო რომ რისკი ფასი ყველა ბაზარზე ერთიდაიგივე უნდა იყოს, თეორიულად CDS-bond basis-ი მიისწრაფის ნულისკენ. ეს არბიტრაჟით იხსნება.
თუმცა პრაქტიკაში CDS-bond basis ყოველთვის „უფასო არბიტრაჟი“ არ არის. მასზე მოქმედებს დაფინანსების, ლიკვიდობის, counterparty და execution risk-ები…
წყარო:
John C. Hull, Options, Futures, and Other Derivatives, Chapter 24 — Credit Derivatives.