Options, Futures & Other Derivatives, - John C. Hull
დერივატივების საკრედიტო რისკი
დერვივატივებსაც აქვთ საკრედიტო რისკი, და მისი ფასში გათვალისწინება შედარებით რთულია, ვიდრე ეს აქციების ან ობლიგაციების შემთხვევაში ხდება.
როცა სავაჭრო პლატფორმებით ხდება ოფციებით ან ფიუჩერსებით ვაჭრობა, აქ საკრედიტო რისკზე ნაკლებად ფიქრობენ, რადგან Clearinghouse-ები, უზრუნვეყოფენ რისკის განეიტრალებას შესაბამისი Margin-ების მოთხოვნით, მაგრამ OTC (Over-The-Counter) დერივატივების ფასწარმოქმნაზე საკრედიტო რისკები მნიშვნელოვნან გავლენას ახდენენ.
სამი სახის კონტრაქტი შეიძლება არსებობდეს:
- კონტრაქტი ჩვენთვის ყოველთვის ვალდებულებაა (Short Option),
- კონტრაქტის ჩვენთვის ყოველთვის აქტივია (Long Option),
- კონტრაქტი შეიძლება ხან აქტივი იყოს ხან ვალდებულება (Forward).
Short-ის შემთხვევაში, როცა, მაგალითად, ოფცია გაყიდე, საკრედიტო რისკი შენზე არ მოქმედებს. თუ მეორე მხარე დადეფოლტდა შენ არაფერს კარგავ,
Long-ის შემთხვევაში შენი საკრედიტო რისკი არსებობს, და ის დამოკიდებულია 1. კონტრაქტის დადებით ღირებულებაზე (Exposure), 2. დეფოლტის ალბათობაზე და 3. ამოღების კოეფიციენტზე.
უხეშ მაგალითზე: თუ საკრედიტო რისკის არ არსებობის შემთხვევაში ოფცია ეღირებოდა 100$, რისკის შემთხვევაში კი დეფოლტის ალბათობა იქნებოდა 5% და დეფოტლის შემთხვევაში მოსალოდნელი ამოღების მაჩვენებელი 40%, მაშინ, მოსალოდნელი დანაკარგი 100*5%*(1-40%) = 3$-ი გამოვიდოდა, და რისკით კორექტირებული ოფციის ღირებულება კი 97 $.
Forward - კონტრაქტის შემთხვევაში, გამოთვლები უფრო რთულდება, რადგან აქ ვადის ამოწურვამდე შეიძლება მოგებამ და წაგებამ ერთმანეთი ბევრჯერ ჩაანაცვლოს.
ჩნდება ტერმინი CVA (Credit Value Adjustment), რომელიც შინაარსობრივად წარმოადგენს მეორე მხარის დეფოლტის გამო მოსალოდნელი დანაკარგის, ურისკო განაკვეთით, დაყვანილ ღირებულებას.
CVA = Σ [Default probability × Loss given default × Present value of expected exposure]
| Symbol | Meaning |
|---|---|
| qᵢ | Risk-neutral probability of default at time i |
| R | Recovery rate |
| 1 − R | Loss given default |
| vᵢ | Present value of exposure at time i |
ასეთი დერივატივების ღირებულების გამოთვლა შესაძლებელია საბაზრო მეთოდითაც,
მაგალითად, თუ გვაქვს ორ წლიანი კონტრაქტი, რომელიც დეფოლტის რისკი გარეშე ეღირებოდა 3$, და მეორე მხარის საკრედიტო სპრედი ურისკო განაკვეთის ზემოთ არის 1.5%, მაშინ, მაშინ შეგვიძლია დისკონტირებით გავიდეთ რისკიანი დერივატივის ფასზე:
3 * e^-1.5%*2 = 2.91
ეს მიდგომა განსაკუთრებით კარგად მუშაობს მაშინ, როცა დერივატივი ჩვენთვის ყოველთვის აქტივია. Forward/Swap ტიპის კონტრაქტებში, სადაც ღირებულება ხან დადებითია და ხან უარყოფითი, საჭიროა უფრო დეტალური CVA მიდგომა.
პ.ს.
განასხვავებენ Wrong-Way და Right Way რისკებს:
ზემოთ განხილულ მაგალითებში დაშვებაა, რომ კონტრაქტის დადებითი ღირებულება (Exposure) კორელაციაში არ არის დეფოლტის ალბათობასთან, მაგრამ ზოგ შემთხვევაში ეს ასე არაა... მაგალითად თუ ბანკი დადებს ფორვარდულ კონტრაქტს ბენზინის მომწოდებელთან, ისე რომ ნავთობის გაიაფება ბანკისთვის მომგებიანია და პირიქით, მაშინ მოვლენების განვითარება ბანკის მომგებიანობის სასარგებლოდ, პირდაპირ კორელაციაში იქნება დეფოლტის რისკის ზრდასთან. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს Wrong-Way რისკის მატარებელ კონტრაქტთან.
პ.პ.ს.
დერივატივების საკრედიტო რისკების გააზრება მნიშვნელოვანია ფინანსური სამყაროს მიღმათაც, რეალური ოფციებისა და ფორვარდების დაკონტრაქტებისას.
წყარო:
ოფციონები ფიუჩერსები და დერივატივები - ჯონ სი. ჰალი