შინაარსზე გადასვლა

Options, Futures & Other Derivatives, - John C. Hull

ფორვადის და ფიუჩერსის შედარება

რადგან ფიუჩერსის შესაფასებლად ფორვარდის ფორმულები გამოიყენება ისმის კითხვა არის თუ არა ფიუჩერსის და ფორვარდის ფასი ერთიდაიგივე?

თეორიულად, გრძელვადიან პერიოდში ამბობენ რომ ფიუჩერსი უფრო მიმზიდველი უნდა იყოს ვიდრე იგივე პირობების მატარებელი ფორვარდი.

ლოგიკის დასაჭერად ასეთი არგუმენტი გამოიყენება:

თუ დავუშვებთ რომ ქვემდებარე აქტივის ფასი დადებით კორელაციაშია საპროცენტო განაკვეთთან, მაშინ ფუჩერსის Long კონტრაქტის მფლობელი, აქტივის ფასის ზრდის თანავე აკეთებს მოგებას, რომლის ინვესტირება შესაძლებლი იქნება საშუალოზე მაღალი უკუგებით, ხოლო თუ ქვემდებარე აქტივის ფასი დაეცა, მაშინ ფიუჩერსის მფლობელი განიცდის მყისიერ წაგებას, რომლის დაფინანსება შესაძლებელია საშუალოზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით. იგივეს ვერ ვიტყვით ფორვარდის მფლობელზე, რადგან მის მოგება-წაგებაზე ყოველდღიური ცვლილებები გავლენას არ ახდენს.

ანუ, იმ შემთხვევაში, როცა საპროცენტო განაკვეთები დადებით კორელაციაშია ქვემდებარე აქტივის ფასებთან long ფიუჩერსის ფასი ცოტა უფრო მაღალი უნდა იყოს long ფორვარდის ფასზე და პირიქით, როცა კორელაცია უარყოფითია...

თუ ფიუჩერსული და ფორვარდული კონტრაქტების ხანგძლივობა რამდენიმე თვეა, მათ ფასებს შორის სხვაობა თეორიულადაც კი ისეთი მცირეა რომ იგნორირება თავსუფლად არის შესაძლებელი. პრაქტიკაში კი ეს სხვაობა შესაძლებელია გამოწვეული იყოს სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორებით, - დაბეგვრის მექანიზმებით, განსხვავებული ლიკვიდობით ან დეფოლტის რისკებით...

პ.ს.

განსხვავება:

წყარო:

Options, Futures & Other Derivatives - John C. Hull

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading