შინაარსზე გადასვლა

Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause

დერივატივების გავლენა β-ზე

კაპიტალის ბეტას ცვლილება შეიძლება გამოიწვიოს როგორც საოპერაციო, ისე ფინანსური რისკების დინამიკამ. თუმცა, აქ მინდა ერთ ნაკლებად განხილულ ფაქტორზე ვისაუბრო – გარანტიებისა და კაპიტალზე მიბმული სხვა კომპენსაციების გავლენაზე.

ქვემოთ დიაგრამაზე მოცემულია როგორ დრამატულად შეიძლება შეიცვალოს აქციების ბეტა, დერივატოვების ვადის ამოწურვით:

წყარო: Corporate Valuation: Theory, Evidence and Practice Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen

შინაარსი აქ ასეთია:

  1. კომპანიის საერთო Cost of Equity არის ძირითადი აქციების და მათზე დაფუძნებული დერივატივების (ოფციები, ვორანტები და სხვ.) კაპიტალის ღირებულებების საშუალო შეწონილი მაჩვენებელი.
  2. დერივატივების კაპიტალის ღირებულება და ბეტა ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე ძირითადი აქციების კაპიტალის ღირებულება, რადგან ეს ინსტრუმენტები შინაარსობრივად დალევერიჯებული აქტივებია.
  3. როდესაც კომპანიის კაპიტალის სტრუქტურაში ოფციებისა და სხვა დერივატივების წილი იზრდება, ამით მცირდება ძირითადი აქციების ბეტა და კაპიტალის ღირებულება. მიუხედავად ამისა, საერთო საშუალო შეწონილი მაჩვენებელი უცვლელი რჩება. (მაგალითად, თუ კომპანია გამოუშვებს ოფციებს და მიღებული თანხით გამოისყიდის ჩვეულებრივ აქციებს, კაპიტალის საერთო ღირებულება იგივე დარჩება, მაგრამ მისი გადანაწილება შეიცვლება.)

დერივატივების კაპიტალის ღირებულების გაანგარიშება შეიძლება როგორც CAPM-ის, ასევე Black–Scholes-ის მოდელის მეშვეობით:

  1. Warrant-ის კაპიტალის ღირებულება Black–Scholes-ზე დაყრდნობით:
  1. Warrant-ის კაპიტალის ღირებულება CAPM-ის მიხედვით:

📌 დასკვნა:
ეს ფორმულები ხაზს უსვამს, რომ აქციების შეფასებისას აუცილებელია დერივატივების წონის გათვალისწინება, რადგან ზოგი შემთხვევაში მათი წილი შეიძლება იმდენად დიდი იყოს, რომ საკმარისად შეცვალოს კაპიტალის ღირებულებისა და ბეტას შედეგები.

📚 წყარო:
Corporate Valuation: Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen, Second Edition

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading