Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause
β-ს უფრო ზუსტი ფორმულები

ერთი მიზეზი რატომაც "დალისტული" კომპანიის ბეტას გამოსაყვანად შესადარებელი კომპანიების მონაცემებს ვიყენებთ არის ის რომ ასე უფრო ზუსტ ბეტას ვიღებთ. ღირს ეს ამდენ წვალებად?
საქმე იმაშია რომ, როცა ვიღებთ კომპანიის ბეტას უბრალოდ სტატისტიკური მონაცემებიდან, ჩვენს მიერ მიღებულ სტატისტიკურ ბეტას აქვს თავისი სტანდარტული ცდომილება (Standard Error), რომელიც ძალიან მაღალი არის ხოლმე. წარმოიდგინეთ მიიღეთ ბეტა 1.2 და სტანდარტული ცდომილება 0.4 - ეს ორგანიზაციის საბოლოო შეფასებაში ცდომილების დიაპაზონს ისეთი მასშტაბებით გაზრდის, რომ გაჩნდება კითხვა - აზრი ქონდა თუ არა ასეთ შეფასებას საერთოდ.

მაგრამ, როცა ვიღებთ რამოდენიმე კომპანიის ბეტას და მერე ვასაშუალოებთ, სტანდარტული ცდომილება ძალიან მცირდება, მაგალითად, 5 კომპანიის დამატებით ცდომილება 0.4-დან შეიძლება ჩამოვიდეს 0.1-მდე... ამიტომ ეს პროცედურა პროფესიონალური შეფასებისას უბრალოდ აუცილებლობაა.
ასევე, ჩვენ ვაწყდებით კომპრომისის საჭიროებას, შესადარებელი კომპანიების რაოდენობასა და მათ ადეკვატურობას შორის. ერთის მხრივ რაოდენობის გაზრდა სტანდარტულ ცდომილებას ამცირებს ხოლო, მეორეს მხრივ შესადარებელი ორგანიზაციების შესაბამისობის, ანუ საოპერაციო და ფინანსური რისკების მსგავსების, ხარისხი კლებულობს...
როცა ბეტას "განლევერებას" ვახდენთ, უფრო სწორი მიდგომაა ცალკეული შესაფასებელი კომპანიების ბეტა კოეფიციენტების განლევერება მოხდეს და მერე გამოითვალოს საშუალო, ვიდრე პირდაპირ პორთფელის ბეტას განლევერება გაკეთდეს, რადგან როგორც წესი პორთფელური კომპანიები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფინანსური ლევერეჯით.
უფრო მეტი სიზუსტისთვის არსებობს დაზუსტებული შეწონვის ფორმულა (იხ. ფოტო - Precision Weighted), რომელიც ითვალისწინებს თითოეული შესადარებელი კომპანიის ბეტა კოეფიციენტის სტანდარტულ გადახრას, და იმ კოეფიციენტს ანიჭებს უპირატეს წონას, რომელსაც უფრო ნაკლები აქვს ცდომილების დიაპაზონი.

ამ ფორმულაში მოცემულია აქტივების ბეტას სტანდარტული ცდომილება, რომელიც პრაქტიკაში რთული შესაფასებელია. უფრო ხელმისაწვდომია Equity betas სტანდარტული ცდომილება. თუმცა ჯანსაღი დაშვებების პირობებში დამტკიცებადია რომ:
Asset Beta Standard Error = Equity beta Standard Error * Equity / Assets
--------------------------------------------------------------------------------------------------------------------
კიდევ ერთი ალტერნატიული ფორმულა, რომელიც ბეტას უფრო დაზუსტებული შეწონვისთვის გამოიყენება არის Vasicek Adjusted Beta (იხ. ფოტო). ეს ფრომულა, შინაარსობრივად ჯერ პორთფელის კომპანიების დაზუსტებულ შეწონვას ახდენს სტანდარტული ცდომილებების გათვალისწინებით და შემდეგ პროთფელის შეწონვას ახდენს შესაბასებელი კომპანიის ბეტასთან ასევე სტანდარტული ცდომლიებების გათვალისწინებით. ანუ პორთფელის ბეტასკენ ახდენს შესაფასებელი ბეტას გადახრას...

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition