Business Value
FCF_ს ზრდა

ბიზნესის შეფასებისას გავრცელებული შეცდომაა, სტაბილური, ანუ გრძელვადიანი ზრდის პერიოდის დასაწყისში თავისუფალი ფულის ოდენობის არასწორად განსაზღვრა (FCF [t+1]), რაც ძალიან დიდ სხვაობას იძლევა საბოლოო შედეგში.
საქმე იმაშია, რომ სწრაფი ზრდის ეტაპიდან სტაბილური ზრდის ეტაპზე გადასვლის პერიოდში იცვლება ბევრი მონაცემი ბალანსში. მაგალითად, აღარ არის საჭირო ინვესტიციების ზრდა ინვენტარში, მოკლევადიანი აქტივებისა და ვალდებულებების დელტა კორექტირდება და საჭიროა რაღაც პერიოდი, რომ დონეები სტაბილური ზრდის პერიოდს მოერგოს...
აკადემიკოსები გვირჩევენ ფინანსური მოდელი 3 წლით მაინც გავაგრძელოთ, რომ ფულადი ნაკადების ზრდის ტემპი, გაყიდვების ზრდის ტემპს დაუახლოვდეს... ქვემოთ ფოტოზე ჩანს ის რისი თქმაც მინდა..
ასევე რამოდენიმე მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ყურადღება უნდა მიექცეს:
1. ძირითად საშუალებებში ინვესტიციის არამდგრადი ბუნება - აქ იგულისხმება რომ მსხვილ ინვესტიციებს ყოველწლიური სტაბილური ხასიათი არ აქვს, შეიძლება კეთდებოდეს 3, 5, 10 წელიწადში ერთხელ... ამიტომ ეს მომენტი Terminal პერიოდის FCF-ს გათვლისას გავთალისწინებული უნდა იყოს. მათემატიკა მარტივია, პერიოდული ტრანშები უნდა გადავაქციოთ წლიურ ტრნაშებად დროის ღირებულების გათვალისწინებით...
2. ეკონომიკური და ბუღალტრული ცვეთის სხვაობა გადასახადების ნაწილს აქცევს არასტაბილურად... ჩვენთან ამას სავარაუდოდ გავლენა აღარ აქვს, რადგან ესტონურ მოდელზე გადავედით და მოგების გადასახადის გადახდა მხოლოდ დივიდენდის გატანისას ხდება, მაგრამ ბევრ ქვეყანაში სადაც ცდილობენ საგადასახადო დანაზოგების მისაღებად აქტივები სწრაფად "გაცვითონ", გათვალისწინებული უნდა იყოს გადასახადების არასტაბილურობა...
3. Terminal Velue-ს დათვლისას, სტაბილური ზრდის პერიოდში, ყალიბდება რაღაც თანაფარდობა კაპიტალური გასავლებსა (CapEx) და ეკონომიკურ ცვეთას შორის. მაგალითად, თუ პროგნოზები რეალურია (და არა ნომინალური) და დავუშვებთ რომ რეალური გრძელვადიანი ზრდა ნულოვანია, მაშინ ეკონომიკური ცვეთა და საწარმოო სიმძლავრეების შევსება ერთმანეთის ტოლი უნდა გახდეს, მაგრამ აქაც იქნება გარდამავალი პერიოდი რადგან დასტაბილურება მყისიერად ვერ მოხდება...

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition