შინაარსზე გადასვლა

Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause

საზღვარგარეთული ოპერაციები

საზღვარგარეთ ინვესტიციების შეფასებისას ორ მიდგომას იყენებენ: 1. პროგნოზირება ხდება ინვესტორი ორგანიზაციის საბაზისო ვალუტაში ან 2. პროგნოზირება ხდება მიზნობრვი ქვეყნის ვალუტაში და დისკონტირების შემდეგ ხდება კონვერტაცია.

უფრო ხშირი პრაქტიკაში პირველია, თუმცა ორივემ იგივე შედეგი უნდა მოგვცეს შეფასებაში და არის აქ რაღაც გასათვალისწინებელი ნიუანსები:

1. თუ ფინანსური პროგნოზები კეთდება ინვესტორის საბაზო ვალუტაში, მაგრამ ორგანიზაციის ძირითადი ოპერაციები მიბმულია დაგილობრივ ბაზარზე, მაშინ საჭიროა გაცვლითი კურსების პროგნოზების გაკეთება და შესაბამისი დისკონტირების განაკვეთის გამოყენება, რომელშიც ინტეგრირებული იქნება მიზნობრივი ქვეყნის სისტემური რისკები;

2. იმ შემთხვევაში თუ პროგნოზები ადგილობრივ ლაუტაში კეთდება და შეფასებისთვის კონვერტაცია ხდება დისკონტირების შემდეგ, მაშინაც საჭიროა გაცვლითი კურსების პროგნოზირება, რადგან დისკონტირების განაკვეთი განსხვავებული იქნება განსხვავებული ინფლაციის გამო სხვადასხვა წელს.

3. გაცვლითი კურსების პროგნოზირებისას მოკლევადიან პერიოდში საჯარო ფორვარდული განაკვეთების გამოყენება შეიძლება თუ ინფორმაცია ხელმისაწვდომია. გრძელვადიან პერიოდში კი Purchasing Power Parity ან Interest Rate Parity მოდელებს ეყრდნობიან (უფრო დეტალურად);

4. თვითონ სავალუტო რისკი, ანუ დაუგეგმავი გადახრა პროგნიზირებული გაცვლითი კურსებიდან არსებითი არ არის. ითვლება რომ ეს რისკები არ უნდა გავითვალისწინოთ რადგან ჰეჯირებადია მენეჯმენტის მიერ, და ამ რისკების გამო ინვესტიციაზე უარის თქმა სწორი არ არის. თუმცა პრაქტიკაში მენეჯერები ჰეჯირებას ყოველთვის ან არ, ან ვერ ახერხებენ.

კაცვლითი კურსების რისკებს ყოფენ სამ ნაწილად: 1. საოპერაციო; 2. ტრანზაქციული; 3. ფინანსური.

საოპერაციო რისკები უკავშირდება საოპერაციო საქმიანობის შედეგების სენსიტიურობას გაცვლით კურსებზე (მაგალითად, ხარჯების ზრდას ან შემოსავლების შემცირებას); ტრანზაქციულიც იგივეა, მაგრამ უფრო კონკრეტული და დროში გაწერილი (დავუშვათ რომელიმე კონკრეტული ტრანზაქციის რისკი); ფინანსური კი უკავშირდება სხვადასხვა ვალუტაში დაფინანსების სტრუქტურას...

აქ მნიშვნელოვანია რომ კონკრეტული ტრანზაქციული და ფინანსური რისკების ჰეჯირება შედარებით მკაფიო ამოცანაა და მარტივია, მაგრამ დაუგეგმავმა ცვლილებებმა გაცვლით კურსებში შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საოპერაციო რისკებზე... ამიტომ სცენარების სიმულაცია კარგი მიდგომა იქნებოდა.

წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice
Mark E. Zmijewski; Robert W. Holthausen
Second Edition

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading