Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
Fama-French-ის მოდელი

ზოგი თვლის რომ ფამა-ფრენჩის სამ ფაქტორიანი მოდელი, უკეთესად წინასწარმეტყველებს რისკი-უკუგების კავშირს ვიდრე CAPM-ი.
(Nobel Laureate Eugene Fama and researcher Kenneth French, former professors at the University of Chicago Booth School of Business).
სამ ფაქტორიანი მოდელი არის კაპმის გაუმჯობესებული ვერსია, თუმცა სანამ ეს მოდელი განვითარდებოდა კიდევ არსებობდა არბიტრაჟული ფასდადების თეორია (APT), რომელიც ამბობს, რომ უკუგება დამოკიდებულია სხვადასხვა მაკროეკონომიკურ ფაქტორებზე და მათ ბეტაზე, თუმცა ამ ფაქტორების კონკრეტიზაცია თეორიის ფარგლებში არ მომხდარა.
სამ ფაქტორიანი მოდელი პრინციპში კაპმისა და არბიტრაჟულის გაერთიანებაა. ვინაიდან აღმოჩნდა რომ პატარა კომპანიები უფრო უკეთეს მონაცემებს აჩვენებდნენ დიდებთან შედარებით და ასევე მაღალი Book-to-Market კომპანიებიც - დაბლებთან შედარებით, მოხდა ამ ორი ფაქტორის დამატება.
r − rf = β1 market*(r1) + β2 size*(r2) + β3 book-to-market(r3)
სადაც, r1, r2, r3- შესაბამისი ფაქტორებია.
საინტერესოა, რომ გვაქვს კონკრეტული ციფრები, რომლებიც სტატისტიკურ კვლევებს ეყრდნობა:
1926-2014 წლებში, პატრა ორგანიზაციების აქტივების კაპიტალიზაცია დიდებისას საშუალოდ წლიური 3.5%-ით აღემატებოდა, ხოლო Value კომპანიების Growth-ებისას 4.8%-ით.
ასევე 60 თვიანი მონაცმების კვლევით (2009-2014) დადგინდა, აღნიშნული ფაქტორების სენსიტიურობის მაჩვენებლები 10 ინდუსტრიისთვის.
ცხრილს თუ დააკვირდებით ნახავთ რომ სენსიტიურობის პარამეტრები ზოგ ინდუსტრიაში უარყოფითია, რაც CAMP-თან შედარებით უფრო დაბალ მომგებიანობას პროგნოზირებს. ანუ მიუხედავად იმისა, რომ საშუალოდ ფაქტორები ზოგადად ბაზრისთვის დადებითია, ზოგ ინდუსტრიაში მათი ცვალებადობა უარყოფით გავლენას ახდენს...
აქ მოდელის ვიდეო აღწერას ნახავთ:
https://www.investopedia.com/terms/f/famaandfrenchthreefactormodel.asp#:~:text=What%20Are%20the%20Three%20Factors,risk-free%20rate%20of%20return
წყარო:
Principles of Corporate Finance, 12th Edition By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen