Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
სარწმუნო ექვივალენტი

ამ ჩანაწერში მინდა სარწმუნო ექვივალენტის (certainty equivalent) ურისკო განაკვეთით დისკონტირების მეთოდს შევეხო. რომელიც იმ შემთხვევებში გამოიყენება როცა ფულადი ნაკადების NPV-ს დათვლა ჩვეულებრივი წესით შეუძლებელია, იმის გამო რომ რისკი ძალიან ცვალებადია.
რას გულისხმობს მეთოდი?
დისკონტირების განაკვეთი შედგება ორი კომპონენტისგან - დრო (ურისკო განაკვეთი) და რისკი (ბაზრის რისკის პრემიუმი). თუ ჩვენ შევძლებთ პროექტის ფულადი ნაკადების სარწმუნოდ გადაქცევას მაშინ შეგვიძლია რისკის კომპონენტი ამოვიღოთ.
მაგალითად, წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი სამშენებლო-დეველოპერული პროექტი, სადაც გენ-კონტრაქტორმა თავის თავზე აიღო ხარჯების მერყეობასთან დაკავშირებული რისკები, ხოლო შემოსავლების ნაწილი წინასწარი გაყიდვების კონტრაქტებით არის დაფიქსირებული. ანუ, როგორც შემოსავლები ისე ხარჯები ურყევია მიუხედავად ბაზრის მდგომარეობისა... ასეთ შემთხვევაში ფულადი ნაკადების დისკონტირება შესაძლებელია ურისკო განაკვეთით...
ეხლა ვნახოთ შემთხვევა, როცა ჩვეულებრივი დისკონტირების ტექნიკა შეცდომაში შეგვიყვანს:
მაგალითად, ფარმაცევტული კომპანია ახორციელებს ტესტირებას. გამართლების შანსი 50/50-ზეა, რისკი ძალიან მაღალია, მაგრამ თუ გაამართლებს არსებობს დამატებითი ინვესტიციის განხორცილების შესაძლებლობა და პროექტი ჩვეულებრივი რისკის ჩარჩოებში მოექცევა. თუ ტესტირების ეტაპის გამო მთელი პროექტის ფულადი ნაკადების დისკონტირებას მაღალი კოეფიციენტით გავაკეთებთ, მივიღებთ არასწორ სურათს. ასე რომ აკეთებდნენ, ფარმაცევტული კომპანიები ინვესტიციას არ განახორციელებდნენ კვლევაში.
დააკვირდით, რომ თვითონ სიტუაცია ჩვეულებრივ სავაჭრო ოფციას გავს. თქვენ იხდით ოფციის ფასს (ინვესტირება ტესტირებაში) და ყიდულობთ 50%-ან ალბათობას იმისას რომ მომდევნო ეტაპზე მოგება გააკეთოთ. სწორედ ამ 50%-ანი შანსით მიღებადი მოგების დისკონტირება ხდება ურისკო განაკვეთით (ამჯერად მეტს აღარ გავართულებ).
ამ ურისკო სამყაროს დაშვების კონცეფციაზე დაყრდნომით შეიქმნა ოფციების და სხვა წარმოებული აქტივების შეფასების მოდელები.
ფოტოსა და მოსაზრებების წყარო:
Principles of Corporate Finance, By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen