Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
რისკი და ამონაგები

რისკისა და უკუგების შესახებ იდეები ეკუთვნის ჰარი მარკოვიჩს (Harry Markowitz), რომელმაც ნაშრომი ჯერ კიდევ 1952 წელს გამოაქვეყნა... ამბობენ მაშინ დიდი ყურადღება არ მიაქციესო...
ბატონმა ჰარიმ დაინახა რომ ნებისმიერი კომპანიის აქციების მომგებიანობა შეიძლება აღწერილი იქნას სტატისტიკურ ჭრილში "ნორმალური დისტრიბუციის" სახით. სტატისტიკურად ყოველთვის იარსებებს საშუალო ისტორიული უკუგება და სტანდარტული გადახრა საშუალოდან. მან შეამჩნმია რომ ინვესტორებისთვის, რაც უფრო მაღალი იქნებოდა საშუალო მომგებიანობა და რაც ნაკლები იქნებოდა სტანდარტული გადახრა, მით უფრო მიმზიდველი იქნებოდა აქცია... ასე მარტივად და გენიალურად.
მან ასევე აღმოაჩინა რომ ორი აქტივის კომბინაციით შესაძლებელი იქნებოდა გადახრის შემცირება, თუ მათი მომგებიანობები დროში იდეალურ კორელაციაში არ იქნებოდნენ ერთმანეთთან.
ქვემოთ ფოტოზე, ლურჯი რკალი (რომელსაც მარკოვიჩი ეფექტურ პორთფელს უწოდებს) აღწერს Ford_სა და J&J-ის აქციების სხვადასხვა წონებით მიღებულ პორთფელებს, - უფრო სწორად, პორთფელების რისკისა და უკუგების კავშირს.
ყვითელი წერტილოვანი ხაზი გვიჩვენებს, როგორი იქნებოდა ლურჯი რკალი, ამ ორი აქტივის უკუგება 100%-ან კორელაციაში რომ ყოფილიყო ერთმანეთთან (P=1 რაც არარეალურია). ხოლო წითელი წერტილოვანი მონაკვეთები აჩვენებს, როგორი იქნებოდა სურათი კორელაცია რომ 100%-ით უარყოფითი ყოფილიყო (P=-1, რაც ასევე არარეალურია). შეამჩნიეთ რომ სრულად უარყოფითი კორელაცია იძლევა რისკის განულების შესაძლებლობას...
ეხლა წარმოვიდგინოთ რომ 2 აქტივის ნაცვლად გვაქვს 5,10 ან 30 აქტივი. ასეთ შემთხვევაში, მათი წონების სხვადასხვა კომბინაციით მივიღებთ უამრავ პორთფელს, რომელთა უკუგებისა და რისკების შესაბამისი წერტილები სადღაც ლურჯსა და ყვითელ წერტილოვან მონაკვეთს შორის იქნება გაბნეული... თქვენი ამოცანაა რომ იპოვოთ ისეთი კომბინაცია, რომელიც ლურჯ მრუდზე გაგიყვანთ. ეს მრუდი აჩვენებს ყველაზე ეფექტურ თანაფარდობას უკუგებასა და რისკებს შორის. თუმცა მრუდის რომელ წერტილზე გირჩევნიათ დგომა ეს თქვენს მიერ რისკის გაწევის სურვილზეა დამოკიდებული.
კიდევ, ამ ლურჯ მრუდზე, არსებობს ერთი საინტერესო წერტილი, და არსებობს ამ მრუდიდან მომგებიანად გაღწევის შესაძლებლობაც, რომელზეც შემდეგ ჩანაწერში ვისაუბრებ...
წყარო:
Principles of Corporate Finance, – By Richard Brealey, Stewart Myers and Franklin Allen