Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers
პორთფელის რეპლიკაციის მეთოდი

ტრანზაქციები ოფციებით იძლევა, უფრო ცოტა ინვესტიციით უფრო დიდი უკუგების გაკეთების შესაძლებლობას, რადგან ოფციის ყიდვა იგივეა რაც აქციის ყიდვა დიდ წილად სესხის გამოყენებით...
არსებობს ოფციების შეფასების ორი მეთოდი:
- პორთფელის რეპლიკაციის მეთოდი
- ურისკო სამყაროს დაშვების მეთოდი
დღეს პირველს შევეხები:
პორთფელის რეპლიკაციის მეთოდი ეფუძნება მიგნებას, რომ სესხისა და საკუთარი ინვესტიციის კომბინაციით შესაძლებელია ისეთი პორთფელის მიღება, რომელიც ზუსტად იგივე ალბათურ უკუგებას იძლევა რასაც ოფცია.
დავუშვათ გვაქვს აქცია, და მომავალში მოსალოდნელი 2 სცენარი, - აქციის ფასი გაიზრდება 25%-ით, ან შემცირდება 20%-ით. ჩვენ სუბიექტურად ვთვლით, რომ ფასი გაიზრდება და ამიტომ მზად ვართ ვიყიდოთ Call ოფცია.
Call ოფციით თქვენ ყიდულობთ უფლებას, რომ ეს აქცია შეიძინოთ გარკვეული პერიოდის შემდეგ დღეს დაფიქსირებულ ფასად.
ანუ თუ აქციის ფასი გაიზრდება და გადააჭარბებს წინასწარ შეთანხმებულ ფასისა და ოფციაში გადახდილი ფასის ჯამს - თქვენ გააკეთებთ მოგებას. ხოლო, თუ მომავალში აქციის ფასი დაფიქსირებულ ფასზე იაფი აღმოჩნდა, თქვენს მიერ ნაყიდი უფლება გაუფასურდება, უკუგებას არ მოგცემთ და თქვნს მიერ ოფციაში გადახდილი ფასი იქნება თქვენი წაგება.
ეხლა დავუშვათ, რომ თქვენ იყიდეთ აქცია, მაგრამ მასში საკუთარი თანხის მთლიანად გადახდის ნაცვლად ნაწილი გადაიხადეთ სესხით. ოღონდ ამ სესხის მოცულობა პროცენტიანად არის იმდენი რომ აქციის ფასის 20%-ით დავარდნის შემთხვევაში, მისი გაყიდვით მინიმუმ სესხს და პროცენტს დაფარავთ (გახსენებთ რომ დაშვება გვაქვს მინუს 20% ან პლუს 25%).
შესაბამისად, ასეთი კომბინაციით ვიღებთ იგივე შედეგს, რასაც ოფციის შემთხვევაში. თუ აქციის ფასი გაიზარდა, თქვენ გაყიდით ძვირად, სესხს დაფარავთ და მოგება დაგჩებათ. ხოლო თუ აქციის ფასი დაეცა, გაყიდით იაფად, სესხს დაფარავთ, მაგრამ წაგებული დარჩებით რადგან ვერ აინაზღაურებთ ინვესტიციის საკუთარ ნაწილს - როგორც, ოფციის შემთხვევაში ოფციაში გადახდილ თანხას.
სწორედ ამიტომ პირველ შემთხვევაში ოფციის ფასი, მეორე შემთხვევაში ინვესტირებული საკუთარი კაპიტალს ტოლია.
პ.ს.
მათემატიკურად ეს ყველაფერი ზუსტად არ გამოვა, თუ მეორე შემთხვევაში მთლიან აქციას ვიყიდით. საჭიროა აქციის იმ წილის გამოანგარიშება, რომელიც პირველი (ოფციის) და მეორე (პორთფოლიოს) შემთხვევების მასშტაბებს შესაბამისობაში მოიყვანს. (ჩვენს მიერ ქვემოთ ფოტოზე განხილულ მაგალითში ვყიდულობთ აქციის მხოლოდ 0.556 წილს, ამას Option Deltas-ს ეძახიან და მისი გამოანგარიშება მარტივი ფორმულით ხდება).
პ.პ.ს
საიდან დავადგინეთ აქციის ფასების ცვლილების ორი ალტერნატივა მინუს 20% და და პლუს 25%? აქ ხომ კონკრეტული ციფრებია და საიდან მოდიან ეს ციფრები?
პირველ რიგში უნდა ვთქვათ რომ ეს მოდელი ძალიან გამარტივებულია, რადგან მხოლოდ ორი შედეგი განიხილება, სინამდვილე კი გაცილებით რთულია (შემდეგ ჩანაწერებში გავართულებ). თუმცა ამ ორი შედეგის განმსაზღვრელი ციფრების დადგენისთვის არსებობს ფორმულა რომელიც ანგარიშობს აქციის ფასის ისტორიულ რხევას (საშუალოდან სტანდარტულ გადახრას).
წყარო:
Principles of Corporate Finance - by F. Allen, R. A. Brealey, & S. Myers