შინაარსზე გადასვლა

Excel Models

საოპერაციო ლიზინგის კაპიტალიზაცია

IFRS-ის მიხედვით თითქმის ყველა სალიზინგო კონტრაქტი რომელიც აღემატება ერთ წელს აღიქმება როგორც ფინანსური ლიზინგი. რაც ნიშნავს რომ უნდა მოხდეს კონტრაქტის კაპიტალიზაცია როგორც აქტივებში ისე ვალდებულებებში, ხოლო გადახდილი ქირის ხარჯი უნდა გაიყოს ორ ნაწილად - ამორტიზაციასა და საპროცენტო ხარჯებს შორის.

GAAP-ის მიხედვით, ცოტა რთული მექანიზმები გვაქვს. აქ ხდება სალიზინგო კონტრაქტების კლასიფიკაცია ფინანსურ და საოპერაციო ლიზინგებად. კონტრაქტი კლასიფიცირდება ფინანსურ ლიზინგად მხოლოდ იმ შემთხვევებში თუ:

  • კონტრაქტის ხანგძლივობა აღემატება, აქტივის სასიცოცხლო პერიოდის 75%-ს;
  • კონტრატის ღირებულება აჭარბებს აქტივის სააწყისი ღირებულების 95%-ს;
  • თუ კონტრაქტის დასრულებისას აქტივის ღირებულება ნულოვანია;
  • თუ კონტრაქტის დასრულებისას აქტივი რჩება დამქირავებელს

სხვა შემთხვევებში სალიზინგო კონტრაქტი წარმოადგენს საოპერაციოს. მიუხედავად იმისა რომ აშშ-ში 2019 წლის შეტანილი საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საოპერაციო სალიზინგო კონტაქტის შემთხვევაშიც ხდება მისი კაპიტალიზაცია, მათემატიკაც და მუხლებიც ფინანსურ ანგარიშებში განსხვავებულია ფინანსური ლიზინგის კონტრაქტებისგან.

საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში, ხდება გადასახდელი თანხების დისკონტირება ორგანიზაციის უზრუნველყოფილის სესხის პროცენტით, და მიღებული შედეგი ადის როგორც აქტივებში ისე ვალდებულებებში (იხილეთ ცხრილი).

შემდგომში ვალდებულებების ნაწილის ერიცხება საპროცენტო ხარჯი, ხოლო აქტივების ჩამოწერა ხდება "ლიზინგის ხარჯების" სახელწოდებით (იხილეთ ექსელის ფაილი).

საოპერაციო ლიზინგის კონტრაქტის ჩამოწერის მათემატიკა განაპირობებს, რომ სალიზინგო აქტივებისა და ვალდებულებების ღირებულება ერთმანეთს არ ემთხვეა პერიოდების მიხედვით, თუმცა ბოლო პერიოდში ორივე ერთდროულად ნულდება.

პროცესი გავს ფინანსური ლიზინგისას, მაგრამ იგივე არ არის. ფინანსური კონტრაქტების პროცენტი შეტანილია არის ხოლმე საერთო "საპროცენტო ხარჯებში" და აქტივის ამორტიზაცია ხდება თანაბარი წლიური წესით, ციფრი კი შეტანილია ამორტიზაციისა და ცვეთის მუხლში.

რა არის აქ მნიშვნელოვანი?

NOPAT-ის დათვლას ვიწყებთ EBITA-დან, მაგრამ ანგარიშგების წესების მიხედვით EBITA შემცირებულია საოპერაციო ლიზინგის საპროცენტო ხარჯით. ამიტომ NOPAT-ზე გასასვლელად საჭიროა ეს ხარჯი უკან დაემატოს, რადგან თავისი არსით ის ფინანსურია და არა საოპერაციო (ნახეთ ექსელის ფაილი*).

ასევე, WACC-ის გაანგარიშება დამოკიდებულია ფინანსურ სტრუქტურაზე, ამიტომ საოპერაციო ლიზინგის ვალდებულებები უნდა გავითვალისწინოთ როგორც სესხის ექვივალენტი. შესაბამისად ის გავლენას ახდენს Equity Value-ზეც (იხილეთ ექსელის ფაილი*).

ექსელის ფაილში* მოცემულია ასევე - Cash Flow to Equity Valuation -იც გადამოწმების მიზნით. ზოგ შემთხვევაში ეს მეთოდი შესაძლოა უფრო მოხერხებული აღმოჩნდეს.

და ბოლოს, დააკვირდით რომ საოპერაციო ლიზინგის შემთხვევაში ბალანსზე აქტივის ღირებულება განისაზღვრება გადასახდელი თანხებით და არა აქტივის რეალური ღირებულებით, რადგან არ ხდება იმ ღირებულების გათვალისწინება რაც რჩება კონტრაქტის გასვლის შემდეგ.

მოკლევადიანი კონტრაქტების შემთხვევაში, ეს მიდგომა მნიშვნელოვნად ამახინჯებს ROIC-ს, და ართულებს ორი განსხვავებული სალიზინგო პოლიტიკის მქონე კომპანიის შედარებას. ასეთი შედარებისთვის გვირჩევენ ქვემოთ მოცმეული (perpetuity) ფორმულის გამოყენებას:

Lease Expense t = Asset Value (t-1) * (kd +1/Asset Life) =>

Asset Value (t-1) = Lease Expense t / (kd +1/Asset Life)

სადაც Kd - არის AA სესხის ღირებულება. რაც შეეხება აქტივის სასიცოცხლო პერიოდს, ამისთვის დამატებითი ჩაძიება იქნება საჭრო. ერთი კვლევით (Lim, Mann, Mihov; 7000 კომპანია; 20 წელი) PPE-ს საშუალო სასიცოცხლო პერიოდი 10.9 წელი გამოვიდა.

წყარო:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition
McKinsey & Company,
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels

ექსელის ფაილი*

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading