შინაარსზე გადასვლა

Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels

EV/EBIT(DA)-ს შეზღუდვები

EV/EBIT - ს აქვს ის შეზღუდვა, რომ ითვალისწინებს შერწყმა-შესყიდვის შედეგად ბალანსზე აყვანილი არამატერიალური აქტივების ამორტიზაციას.

მუღამი იმაშია, რომ ასეთი ამორტიზაცია თითქმის გავლენას არ ახდენს მომავლის ფულად ნაკადებზე (რადგან რეალურად აქტივი არ ცვდება). ამიტომ ამის გათვალისწინება როგორც წესი იწვევს სურათის დამახინჯებას.

ცხრილში მოცემულია სამი კომპანია, შემდეგ კი ზრდის უზრუნველსაყოფად პირველი ყიდულობს მეორეს, ხოლო მესმე ორგანულად არის გაზრდილი. შერწყმამდე, პირველი ორის ჯამი საოპერაციო შედეგებში უდრის მესამეს, და მიტომ EV-ც პარიტეტულია.

შერწყმის შემდეგ A+B და C-ს ანგარიშები არის თითქმის ერთნაირი, განსხვავება არის მხოლოდ არამატერიალურ აქტივებში და ამორტიზაციაში. ასეთი აქტივის ხარჯებში ჩამოწერა არ არის ფულადი ხარჯი და არც გავლენას ახდენს მომავლის ფულად ნაკადებზე. შესაბამისად ორი ორგანიზაციის გაერთიანებით მიიღება ერთიდაიგივე საოპერაციო შედეგი და EV-ზე გაერთიანება გავლენას ვერ მოახდენს (დაშვებაა რომ სინერგიული ეფექტი არ გვაქვს)...

შესაბამისად EBIT/EV-პარამეტრი იძლევა არაადეკვატურ სურათს, მაშინ როცა EBITA/EV უცვლელი რჩება.

რატომ არა EBITDA?

ეს კარგი კითხვაა, რადგან შეიძლება დავასკვნათ რომ ცვეთაც პრაქტიკულად არის sunk cost და ის გავლენას არ ახდენს მომავლის ფულად ნაკადებზე. მაგრამ ბევრ ინდუსტრიაში ეს ასე არ არის., მატერიალური აქტივების რეალური ცვეთა იწვევს განახლებების აუცილებლობას... რაც უფრო კარგად ასახავს ბუღალტრული ცვეთა რეალურს, მით უფრო კარგად პროგნოზირებადი ხდება კაპიტალური გასავლები...

აქ მნიშვნელოვანია იმ კავშირის დანახვა რომ გაყიდვების პროგნოზები მიბმულია ნეტო კაპიტალის მოცულობასა და მის ზრდაზე, შესაბამისად რეინვესტირების მაჩვენებელზე პირდაპირ გავლენას ახდენს მატერიალური აქტივების რეალური ცვეთა...

ასევე, მაგალითად, წარმოიდგინეთ ორი კომპანია, ერთი საკუთარ საწარმოს იყენებს, მეორე გარე აუტსორსით ახდენს წარმოებას. პირველის ცვეთა მაღალი იქნება, თუმცა მეორეს შესყიდული ნედლეულის ფასში აუცილებლად იქნება ასახული მომწოდებელი საწარმოს ცვეთა... შესაბამისად, ორივე კომპანიას ერთნაირი საოპერაციო შედეგი ექნებოდა, თუმცა EBITDA-ს გამოყენება შედარებაში მნიშვნელოვან შეუსაბამობას მოგვცემდა...

წყარო
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies, 7th Edition
McKinsey & Company,
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading