Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels
ROIC > RONIC

ჰორიზონტის შემდეგ პროგნოზების გასაკეთებლად მნიშვნელოვანია ახალი და სტაბილური ROIC-ის, ანუ RONIC-ის ციფრის სწორი პროგნოზირება.
თეორიულად თუ დავუშვებთ რომ ორგანიზაციის სიმწიფესთან ერთად კონკურენცია იზრდება, ყოველი ახალი ინვესტიციის უკუგების მაჩვენებელი შემცირებადი უნდა იყოს. რაც დრო გადის, მით უფრო რთულდება დადებითი NPV პროექტების მოძებნა, და თვითონ ამ დადებითის ზომაც მცირდება.
სინამდვილეში კონკურენტული უპირატესობა სწორედ აქ მუშაობს, რაც მედეგია ის მით უფრო დიდხანსაა შესაძლებელი ROIC > WACC - ის შენარჩუნება, მიუხედვად იმისა რომ კონკურენტული ძალები მას WACC-ისკენ ექაჩებიან.
მოკლედ, ჰორიზონტს იქით პროგნოზირებისას RONIC უფრო დაბალი ციფრი იქნება, და ეს უნდა გავითვალისწინოთ. თუმცა აუცილებელი არ არის WACC-ს გაუტოლდეს. ზოგჯერ ინდუსტრიაში არსებულ მწიფე კოპანიებს იღებენ და მათ საშუალოზე ასწორებენ. მაგრამ, სტრატეგიული აზროვნების საკითხი უფროა...
წყარო:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies
7th Edition
McKinsey & Company
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels