Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels
კონკურენტული წონასწორობა

ჰორიზონტის შემდეგ ღირებულების დათვლისთვის საჭიროა ფინანსური მაჩვენებლების სტაბილურობის აღიარება. რას ნიშნავს ეს?
- #NOPAT - უნდა დაჯდეს ნორმალიზებულ დონზეზე. ეს საბაზო ციფრია და ამაზე ეფუძნება შემდგომი პროგნოზები. ამიტომ აქ არაადეკვატურად მაღალი ან დაბალი ციფრის დასმა დიდ შეცდომას მოიტანს. ბოლო საპორგნოზო წლის NOPAT უნდა დაეყრდნოს ნორმალიზებულ გაყიდვებს, სტაბილურ ROIC-ს და ზრდის მაჩვენებელს. შეცდომას უშვებენ ხოლმე ციკლური კომპანიების შემთხვევაში...
- #RONIC - უნდა იყოს ინდუსტრიულ ROIC-თან შესაბამისობაში, რაც გვაღიარებინებს იმას რომ ორგანიზაცია შევიდა კონკურენციის ფაზაში და ზენორმატიული მოგებები აღარ აქვს. ამასთან ბევრი ამობობს, რომ ამ ეტაპზე ROIC = WACC-ს, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ეს თეორიულად სწორია, პრაქტიკაში ხშირად ასე არ არის. ამ დაშვებას გავაკეთებდი მხოლოდ გრძელი პერიოდის შემდეგ. ან შეიძლება RAND ფუქციის გამოყენება, სადაც RONIC ითამაშებს WACC-სა და ინდუსტრიულ ROIC-ს შორის;
- #Growth - უნდა იყოს მიბმული ინდუსტრიის მაჩვენებლებზე. ძალიან იშვიათია ორგანიზაცია რომელიც გრძელვადიან პერიოდში ინდუსტრიაზე უფრო სწრაფად იზრდება. გონივრულია ავიღო ინდუსტრის პროდუქციის მოხმარების ზრდა და დავამატოთ ინფლაციის მოლოდინი (ფოტოზე ჩანს ამ მაჩვენებლის მიმართ შედეგის მგრძნობელობა);
- #WACC უნდა დაეფუძნოს ინდუსტრიის ფინანსურ სტრუქტურას, ანუ მდგრად ფინანსურ ლევერეჯს და ამასთან უნდა ითვალისწინებდეს ინდუსტრიის საოპერაციო რისკებს ანუ ბეტას. რადგან ხშირად ორგანიზაციის და ინდუსტრიის ბეტა ისევე როგორც ფინანსური ლევერეჯი ერთმანეთისგან განსხვავდება, მე ვითვლი ორივეს და შემდეგ Rand ფუნქციის გამოყენებით ვაკეთებ სიმულაციას.
წყარო:
#VALUATION – Measuring and Managing the Value of Companies
7th Edition
McKinsey & Company
Tim Koller, Marc Goedhart, David Wessels