Excel Models
რეალური და ნომინალური გეგმარება

როცა ინფლაცია ძალიან მაღალია, რთულდება პროგნოზების გაკეთება როგორც რეალურ, ისე ნომინალურ ციფრებში, ამიტომ ჰიბრიდული მექანიზმების ჩართვა ხდება საჭირო. ცხრილში ნაჩვენებია, პროგნოზებში რომელი მუხლთან მიმართებაში რომელი ვერსია იძლევა უკეთეს შედეგს:

რეალურ ციფრებით ვერ გავდივართ სწორ საგადასახადო პროგნოზებზე, რადგან გადასახადები ნომინალურ ციფრებზეა დამოკიდებული, გარდა ამისა რეალური ბალანსიდან და მოგება-ზარალიდან, საბრუნავი კაპიტალის ფულადი ნაკადები პირდაპირი წესით არ ფორმირდება.
ნომინალური ციფრების შემთხვევაში ირღვევა სტრაბილური ურთიერთდამოკიდებულება აქტივებსა და გაყიდვებს შორის, რთულდება კაპიტალში რეინვესტირების ციფრების სწორად გამოყვანა და შესაბამისად EBITA-ს სწორად პროგნოზირება.
სწორი და ურთიერთ-შესაბამისი პროგნოზების გაკეთებისას როგორც რეალურ ისე ნომინალურ შემთხვევაში მიღებული ფულადი ნაკადების დისკონტირებული ღირებულება ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, იმის გათვალისწინებით, რომ რეალური და ნომინალური WACC-ი განსხვავებულია.
პროცესის თანმიმდევრობა შემდეგია: (ნახეთ აგრეთვე: Excel Model)
- საოპერაციო მაჩვენებლების პროგნოზები რეალურ ციფრებში
- შემოსავლების და საოპერაციო მოგების პროგნოზირება;
- გრძელვადიანი აქტივები/შემოსავლებთან პროგნოზირება;
- საბრუნავი კაპიტალის პროგნოზირება (შემოსავლებიდან გამომდინარე);
- ცვეთის დაგეგმვა აქტივებიდან გამომდინარე და შესაბამისი EBITA-ს გამოყვანა.
2. ფინანსური ანგარიშების აგება ნომინალურ ციფრებში:
- ნომინალური საოპერაციო ციფრები და საბრუნავი კაპიტალი პროგნოზირდება რეალური ციფრების გამრავლებით ინფლაციის ინდექსზე;
- გრძელვადიანი აქტივები პროგნოზირდება ჩვეულებრივი ფორმულით, - წინა პერიოდისას ემატება CapEx და აკლდება ცვეთა. თუმცა ცვეთა არ განისაზღვრება რეალური ცვეთის გამრავლებით ინფლაციის ინდექსზე, არამედ გამომდინარე აქტივების სიცოცხლის ხანგლძივობიდან ჩვეულებრივი წესით;
- ნომინალური ციფრებიდან გამომდინარე ითვლება გადასახადები;
3. ფინანსური ანგარიშების პროგნოზირება რეალურ ციფრებში:
- რეალური ანგარიშების ნაწილი თავიდან შევისო, თუმცა ეხლა ნომინალურიდან მოხდება გადავსება იმ ნაწილის რაც თავიდან არ გვქონდა. მაგალითად გადასახადები გადავა, ნომინალური ციფრების შესაბამის წლის ინფლაციის ინდექსზე გაყოფით;
4. ფულადი ნაკადების პროგნოზირება ორივე ვერსიისთვის:
- ფულადი ნაკადები ჩვეულებრივად პროგნოზირდება ტრადიციული ფორმულაებით, თუმცა ერთ განსხვავება გვაქვს რეალურ საბრუნავ კაპიტალში ინვესტიციის ნაკადების გამოსაყვანად. ფორმულა ასეთია:
- Investment in NWC [t] = Increase in NWC [t] + NWC [t-1] * i[t] / (1+i[t])
5. ფულადი ნაკადების დისკონტირება ორივე ვერსიისთვის:
- აქ გასათვალისწინებელია, რომ ნომინალური WACC, რეალურისა და ინფლაციის ჯამია. უფრო ზუსტად ფორმულა ასეთია:
- Nominal WACC = (1+Real WACC) * (1+i) - 1
- ჰორიზონტის ღირებულების პროგნოზირება ჩვეულებრივი ღირებულების შექმნის ფორმულით მოხდება, თუმცა რეალური ფულადი ნაკადების შემთხვევაში, საბრუნავ კაპიტალში რეინვესტირების კომპონენტი ემატება და ფორმულები ცოტა რთულდება:
- ფულადი ნაკადების ფორმულა ასეთი გამოდის:

- ჰორიზონტის ღირებულების ფორმულა კი ასეთი:

პ.ს.
ჩვენს მოდელში დამატებული არ არის კაპიტალის სტრუქტურის ნაწილი, უფრო სრული შეფასებისთვის საჭირო იქნება საპროცენტო ხარჯების, ლევერეჯისა და საკუთარი კაპიტალის ნაკადების პროგნოზირება-მორგებაც.
წყარო:
Valuation, Measuring and Managing the Value of Companies - by McK.&Co, T. Koller, M. Goedhart, D. Wessels