რა დროს ყიდულობენ საკუთარ აქციებს კომპანიები? მარტივი ინტუიციით – როცა მათ ჯერათ რომ საბაზრო ფასი სამართლიან ფასზე დაბლაა… თუმცა აქ არის რაღაც საინტერესო ნიუანსები:
როცა ორგანიზაციას აქვს ჭარბი ფული, მას შეუძლია:
1. გააკეთოს ინვესტიცია დადებით NPV პროექტებში;
2. დაფაროს სესხი და ლევერეჯი გაიუმჯობესოს;
3. დაარიგოს დივიდენდები;
4. გამოისყიდოს აქციები
ამ ალტერნატივებს შორის არჩევანი სიგნალებს იძლევა ბაზრისთვის.
თუ კომპანია ვერ ახერხებს დადებითი NPV პროექტების პოვნას (ეს ყოველთვის არ არის შესაძლებელი) მას უგროვდება ჭარბი ფული. ფულის უქმად გაჩერება კი მისტერ მარკეტს აღიზიანებს.
თუ ჭარბი ფულით დაიფარება სესხი და შემიცრდება ლევერეჯი, ეს იმეტყველებს მენეჯმენტის პესიმისტურ განწყობაზე. ამიტომ ეს კარგი სიგნალი არ არის ხოლმე…
თუ ჭარბი ფულით დაარიგებ დივიდენდებს, ეს ძალიან კარგი სიგნალი იქნება ინვესტორებისთვის. განსაკუთრებით მაშინ როცა დივიდენდების დარიგებას კომპანია პირველად წყვეტს. თუმცაღა, დივიდენდები ასოცირდება გრძელვადიან დაპირებასთან… იმდენად მტკივნეული მომენტია ეს დაპირება, რომ მენეჯმენტი როგორც წესი ყველანაირ რისკზეა წამსვლელი, ოღონდ დივიდენდების მორიგი დარიგება არ ჩაუვარდეს… სწორედ ამიტომ იღებენ ხოლმე აქციების გამოსყიდვის გადაწყვეტილებას.
აქციების გამოსყიდვა, თავისი შინაარსით დივიდენდების დარიგების ტოლფასია. ფულადი ნაკადების მათმატიკური ფორმულებითაც ასე გამოდის (ქეშის გადინება კომპენსირდება აქციაზე მოგების ზრდით).
ამასთან, გამოსყიდვა არ ნიშნავს გრძელვადიან დაპირებას, ერთჯერად ფაქტად აღიქმება და თან პოზიტიური სიგნალია ბაზრისთვის – მენეჯმენტი იმედიანად არის განწყობილი და ჭარბი ფულის გაჩერებას პასუხისმგებლობით ეკიდება…
პ.ს.
ბოლოს უნდა ითქვას რომ, სესხის შემცირება, დივიდენდი თუ გამოსყიდვა, მენეჯენტის პასუხისმგებლობაზე მეტყველებს.
უპასუხისმგებლო მენეჯერები ხშირად ახდენენ ჭარბი ფულის ინვესტირებას ურყოფით NPV პროექტებში. ეს განპირობებულია ხშირად მენეჯმენტის პირადი ინტერესებით, შეფასების უუნარობით ან ეგოისტური ამბიციებით. ასეთი არაადეკვატური გადაწყვეტილებებით მენეჯმენტი ხშირად ახდენს კომპანიის ღირებულების ჩამოშლას (საუბრის სულ სხვა თემაა…)
პ.პ.ს.
მიმდინარე მონაცემებით გლობალური აქციების გამოსყიდვის მაჩვენებლებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია:
აქტივების ბაზარი, Uncategorized
აქციების გამოსყიდვა