შინაარსზე გადასვლა

[:en]WACC, CoC, Structure[:]

WACC

მაინც როგორ მივაგნო დისკონტირების იმ განაკვეთს, რომელიც კონკრეტული ორგანიზაციის სამართლიანი ფასის დასადგენად გამომადგება?

დისკონტირების განაკვეთის მიმართ ორგანიზაციის ღირებულების სენსიტიურობა ძალიან მაღალია, ამიტომ ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ასევე რთულიც. თუმცა ეხლა შევეხები რამდენიმე კონცეპტუალურ მოსაზრებას, რომელიც დაგვეხმარება პრობლემის გააზრებაში.

დავიწყოთ იმით რომ დისკონტირების კოეფიციენტად იყენებენ კაპიტალის საშუალო შეწონილ ღირებულებას - WACC (Weighted Average Cost of Capital), იგივე Opportunity Cost of Capital - რაც გულისხმობს იმ მომგებიანობის განაკვეთს, რასაც ორგანიზაციის ჯამური აქტივებდან მისი დამფინანსებლები მოელიან, როგორც სესხების ასევე კაპიტალის ნაწილში. ანუ სესხის და კაპიტალის ღირებულების საშუალო შეწონილი ციფრია.

სესხის განაკვეთის დათვლა მარტივია, რაც შეეხება კაპიტალის ღირებულებას, აქ უპირატესად იყენებენ CAMP-ის მოდელს. ამ მოდელში კი მთავარი როლი ბეტას ეკისრება. რადგან ბეტა სტატისტიკურად იანგარიშება, შეცდომებისგან (standard Error) დაზღვეული არ არის. თუმცა თუ ერთი ორგანიზაციის ნაცვლად რამდენიმე ორგანიზაციის ბეტას ავიღებთ, შეცდომები ერთმანეთს გააბათილებენ და უფრო რეალურ ბეტას მივუახლოვდებით - ამიტომ ჭკვიანი ინვესტორები ინდუსტრიულ ბეტას უფრო ეყრდნობიან ვიდრე კონკრეტული ორგანიზაციისას.

ინდუსტრიული ბეტა ასევე მნიშვნელოვანია იმ კუთხით რომ ის უფრო სტაბილურია დროში, ზოგადი ბიზნეს მოდელიდან გამომდინარე. იგივე შეიძლება ითქვას ლევერეჯზეც. ამიტომ ინდუსტრიული WACC-ის გამოყენება უფრო რეკომენდირებულია ვიდრე სპეციფიურის. ამის გამო CAMP-ი საინტერესოა ისეთი ორგანიზაციების შეფასებისთვისაც, რომლებიც ბირჟაზე არ ივაჭრებიან.

CAMP-ში ასევე გამოყენებულია ურისკო განაკვეთი, რისი შერჩევაც არ არის იოლი ამოცანა, რადგან მოკლევადიანი და გრძელვადიანი განაკვეთები განსხვავებულია, თუნდაც სახაზინო ვალდებულებებზე. ამიტომ, შეფასების ობიექტიდან გამომდინარე ვადები მოსარგებია.

უნდა რომ გაიმიჯნოს სპეციფიური (ორგანიზაციული) და სისტემური (ბაზრის) რისკები ერთმანეთისგან, და დისკონტირების განაკვეთში არ მოხდეს სპეციფიური რისკების ასახვა. სპეციფიური რისკები უნდა დარეგულირდეს ფულადი ნაკადების პროგნოზირების პროცესში, ხოლო დისკონტირების განაკვეთში უნდა იყოს მხოლოდ სისტემური რისკები ასახული. ამიტომ, შეცდომაა როცა ფინანსისტები განაკვეთს ამატებენ ბუნდოვანების ფაქტორს (fudge factor), თუნდაც ეს ქვეყნის რისკი იყოს.

საინვესტიციო პროექტის დისკონტირება არ შეიძლება მოხდეს ბრმდად ორგანიზაციის WACC-ზე დაყრდნობით, რადგან პროექტის რისკი შეიძლება განსხვავდებოდეს საშუალო ორგანიზაციულიდან.
პროექტის ბეტა კი დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე როგორიც არის ბაზრის ტალღები, საოპერაციო ლევერეჯი და ვადებზე დაფუძნებულო სხვა რისკები (ცალკე საუბრის თემაა).

და ბოლოს, არსებობს შეფასების ასეთი მიდგომა - „სარწმუნო ექვივალენტის“ (Certainty Equivalent) დისკონტირება ურისკო განაკვეთით, რომელიც უპირატესად ოფციების და სხვა წარმოებული აქტივების (Derivatives) შეფასებაში გამოიყენება და ესეც ცალკე გააზრების თემაა.

https://www.investopedia.com/terms/w/wacc.asp#:~:text=Weighted%20average%20cost%20of%20capital%20(WACC)%20represents%20a%20firm%27s%20average,pay%20to%20finance%20its%20assets

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading