შინაარსზე გადასვლა

Corporate Turnaround by Stuart St. P. Slatter, David Lovett

Altman's Z ქულა

იცით რომ Altman's Z-Score - წინასწარმეტყველებს ორგანიზაციის ბანკროტს 95%-ანი ალბათობით ერთი წლით ადრე, და 75%-ანი ალბათობით 2 წლით ადრე?

ჯადოსნური ფორმულების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ედვარდ ალტმანის ეს დასკვნა გამონაკლისია, - იმდენად გამონაკლისი, რომ სანამ ინვესტიციას გავაკეთებ აუცილებლად ვნახულობ ამ ქულას...

დასკვნა: თუ Z < 1.81 მოსალოდნელია ბანკროტი, ხოლო თუ Z > 2.99, მაშინ ორგანიზაცია ჯანმრთელია...

მნიშვნელოვანია რომ ფორმულა უბრალოდ თეორიული კონცეფცია არ არის, ის ეყრდნობა ემპირიულ კვლევებს, რეალურ სტატისტიკას, რეგრესიულ ანალიზს და შედეგებს;

საინტერესოა, რომ ფორმულის დეკლარირებიდან მოგვიანებით, მისი გამოცდა მოხდა ბრიტანეთის ბაზრებისთვისაც (Argenti & Taffler), და მივიდნენ აღიარებით დასკვნამდე რომ ის მუშაობს. ასევე, ითქვა რომ დროთა განმავლობაში მოსალოდნელია ფორმულის კორექტირება, და ასევე სექტორების/ქვეყნების შესაბამისი სპეციფიური კოეფიციენტების ჩამოყალიბება...

სინამდვილეში ასეც მოხდა, იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ფორმულა რომ სექტორების და ქვეყნების მიხედვით სპეციფიური ვერსიები შექმნეს...

წყარო:
Corporate Turnaround – January 1, 1999
by Stuart St. P. Slatter (Author), David Lovett (Author)

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading