Business Value
მარჟა და კონკურენცია

მარჟა პირველი სიმპტომია, რომესაც აქციის შერჩევისას ვაკვირდები...
ჰისტოგრამაზე მოცემულია 2016 წელს, შტატებში, 3577 ორგანიზაციის, 12-თვიანი საოპერაციო მარჟების დისტრიბუცია.
მაღალი საოპერაციო მარჟის არსებობა, დიდი ხნის განმავლობაში, არის აუცილებელი (მაგრამ არასაკმარისი პირობა), კონკურენტული უპირატესობის არსებობის დასადასტურებლად.
მიკრო-ეკონომიკის ჭრილში თუ განვიხილავთ, - გადაწყვეტილება ფასების დონის და შესაბამისად საოპერაციო მარჟის შესახებ გამომდინარეობს მოგების მაქსიმიზაციის მოტივებიდან. ორგანიზაციები არეგულირებენ მარჟისა და გაყიდვების რაოდენობის კომბინაციას. რაც უფრო ნაკლებად განიცდის ორგანიზაცია კონკურენციის წნეხს, მით უფრო დაბალ-ელასტიურია მისი გაყიდვები ფასის მიმართ და შესაბამისად მით უფრო მაღალი მარჟები უჭირავს...
თამაშების თეორიის ჭრილში თუ შევხედავთ, ბაზარი ყოველთვის მიისწრაფის ნეშის წონასწორობისკენ (Nash Equilibrium) და თუ მარჟები გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში შენარჩუნებულია ე.ი. წონასწორობა მიღწეულია და შეიძლება მისი შენარჩუნების იმედი გვქონდეს (თუმცა იმედი რომ რწმენაში გადაიზარდოს აუცილებლად უნდა იპოვო მაღალი მარჟის მიზეზი - რა კონკურენტული უპირატესობა განაპირობებს მარჟას?).
რაც შეეხება ციფრებს, - კვლევები აჩვენებს რომ, მხოლოდ ორგანიზაციების 16%-ს აქვს 30%-ზე მაღალი საოპერაციო მარჟა. ასევე, კვლევებით დასტურდება, მხოლოდ კომპანიების 12%-ს, ქონდა 10 წლის განმავლობაში საშუალო (median) საიპერაციო მარჟა 20%-ზე მაღალი.
მონაცემების წყარო:
Charlie Tian; Invest Like a Guru; Chapter 3.