ბიტკოინი

#ბიტკოინი ნამდვილად არის აქტივი, რომლემაც შესაძლოა შემთხვევით გამდიდრებულთა სიაში მოგახვედროთ, მაგრამ ღირს თუ არა რაციონალური ინვესტირება მასში?

ბიტკოინი კრიპტოვალუტაა. ის განიხილება როგორც არაკონტროლირებადი და დეცენტალიზირებული ვალუტა. დმაეთანხმებით, საკმაოდ რომანტიკულად ჟღერს.

დღეს უკვე საუბრობენ მასზე, როგორც საინვესტიციო საშუალებაზე და ოქროსაც კი ადარებენ…

იცით რომ სინამდვილეში ბიტკოინს არ შეულძლია ფულის ფუნქციის შეასრულება და აი რატომ:

საქმე იმაშია რომ ფულს აქვს 3 ფუნდამენტური ფუნქცია: ღირებულების “დაგროვების”, ღირებულების “გაცვლის” და ღირებულების “გაზომვის”. და თუ სამივე არ შეასრულა ფული ფულად ვერ მუშაობს.

ბიტკოინის ღირებულების მაღალი მერყეობა განაპირობებს იმას, რომ ის როგორც ღირებულების “გაზომვის” საშუალება მოუხერხებელია, – ისევე როგორც “დაგროვების”. დააკვირდით რომ არ არსებობს მისი ქურდობისაგან დაზღვევის სერვისი, ოქროსგან განსხვავებით.

რაც შეეხება გაცვლას, აქ მოხერხებულია, სწრაფი და იაფი ტრანზაქციის საშუალებაა. გადასახადებიც იზოგება. თუმცა ამ ნაწილში არც ისე დიდი ღირებულება იქმნება თუ მაინდამაინც ნარკოტიკით ან იარაღით არალეგალურად არ ვაჭრობ…

და მაინც, ისმის კითხვა გამოდგება თუ არა ბიტკოინი საინვესტიციოდ, ანუ მოგების მისაღებად, როგორც დავუშვათ ოქრო?

ქვემოთ გრაფიკზე ნახავთ, რომ საერთოდ კავშირი არ არის ბიტკოინისა და ოქროს ფასებს შორის. ცნობილია, რომ ოქროს ფასი კორელაციაშია დოლართან. როცა დოლარის ინფლაციის მოლოდინები იზრდება, ინვესტორები ბუნებრივად მიმართავენ ოქროს. და თუ ბიტკოინში ინვესტირებას ზოგჯერ ინფლაცია ასტიმულირებს, ეს ნამდვილად არ არის რაციონალური ინვესტირების ამსახველი მოვლენა…

მაგრამ მაინც რა განაპორბებს ბიტკოინის არსებობას და რხევის ასეთ მაღალ ამპლიტუდას?

ჩემი აზრით მის არსებობას განაპირობებს სიახლის ტესტირების სურვილი და ისტორიული პროგნოზებიდან გამომდინარე სუბიექტური რწმენა, – არარაციონალური მოლოდინები, რომელიც შესაძლებელია რაციონალურად იქცეს თუ ღირებულება დასტაბილურდება და ფუნქციას შეიძენს.

თუმცა დასტაბილურების ალბათობა ძალიან დაბალია.

დასტაბილურებისთვის საჭიროა სტაბილური მოთხოვნა-მიწოდება. რადგან კრიპტო სამყარო ჯერ კიდევ კვლვისა და აღმოჩენების პროცესშია, მოთხოვნა სტაბილური არ არის. მაგალითად თუ “ალიბაბა” იტყვის რომ კრიპტოს ვიღებ, მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზრდება, და თუ იტყვის რომ აღარ ვიღებ, – დაეცემა…

მიწოდების ნაწილში თავიდანვე იმედოვნებდნენ სტაბილურობას, რადგან სისტემურად რაც მეტი ბიტკოინი “იბეჭდება”, მით უფრო ძვირდება ყოველი მომდევნოს დაბეჭდვა. ამიტომ ვარაუდობდნენ რომ დროთა განმავლობაში მისი მიწოდების შეზღუდვა, გამოიწვევდა ღირებულების გაზრდას…

მაგრამ ისმის კითხვა, რატომ უნდა დაიბეჭდოს ბიტკოინი, როცა შეიძლება სხვა კრიპტოვალუტის დაბეჭდვა და გამოყენება უფრო იაფად? ანუ იმისათვის, რომ ბიტკოინი მიწოდების მხრიდან სტაბილური იყოს, მან კონკურენცია უნდა გაუწიოს სხვა კრიპტოვალუტებს… ამას კი კრიპტოსამყაროში ჩართულ, რომანტიკოსთა თავგანწირული ერთგულება დაჭირდება…

პ.ს.
პირადად მე, უნდა ვაღიარო, რომ პროთფელის რაღაც ნაწილი ყოველთვის ინვესტირბეული მაქვს კრიპტო-ვალუტებში, წმინდა სპორტული ინტერესებიდან გამომდინარე.

წყარო:
https://www.longtermtrends.net/bitcoin-vs-gold/

0 responses to “ბიტკოინი”

Leave a Reply

Discover more from ჩაუღრმავდი ფასეულობას

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading