შინაარსზე გადასვლა

Business Value

რისკის პრემია

Price of Risk - ყველაზე მარტივი განმარტებით რისკის ფასი (Risk Premium) განისაზღვრება როგორც აქციებსა და ურისკო ობლიგაციებს შორის წლიური განაკვეთის სხვაობა. თუმცა მისი გაზომვა პრაქტიკაში არც თუ ისე იოლი საქმეა.

რატომ არის რისკის ფასის ცოდნა მნშვნელოვანი?

რისკის პრემია არის ყველაზე ფუნდამენტური საყრდენი რაზე დაფუძნებითაც ფასდება პროექტები, ორგანიზაციები, საინვესტიციო წინადადებები, და მიიღება გადაწყვეტილებები. ამ მაჩვენებლის მიმართ ყველაზე უფრო მგრძნობიარეა შეფასების შედეგები, ნებისმიერი მეთოდით.

ქვემოთ დიაგრამაზე ერთ-ერთი კომპანიის ღირებულების სენსიტიურობის ანალიზია სამი ფუნდამენტური მაჩვენებლის 10%-ან ცვლილებაზე. ჯერჯერობით ყველა კომპანიაზე, რომელზეც მსგავსი ანალიზი გავაკეთე, იგავეობრივ სურათს ვიღებ. კერძოდ, Enterprice Value ყოველთვის უფრო მგრძნობიარეა WACC-ზე, ვიდრე ROIC-ზე ან Growth Rate-ზე...

მიუხედავად იმისა, რომ რისკისა და უკუგების რამდენიმე მოდელი არსებობს, ყველა მათგანი თანხმდება ორ რამეზე:

1. რისკი განისაზღვრება როგორც რეალური უკუგების ვარიაცია მოსალოდნელისგან. რაც ნიშნავს, რომ თუ მოსალოდნელი მოგება რეალურის ტოლია, რისკი არ არსებობს.

2. რისკი განისაზღვრება როგორც ზღვრული ინვესტიცია პროთფელში, რაც ნიშნავს რომ ინვესტორი არის დივერსიფიცირებული და რისკის შესაბამისი საზღაური მოსალოდნელია მხოლოდ არადივერსიფიცირებად რისკებზე - რაც შინაარსობრვად რისკებს ყოფს ორ ნაწილად, საერთო ბაზრის რისკი (არადივერსიფიცირებადი) და კომპანიის სპეციფიური რისკი (დივერსიფიცირებადი).

რისკის ასეთი დანახვის გამო, აკადემიკოსები, პროექტის ან ორგანიზაციის DCF მეთოდით შეფასებისას გვირჩევენ, რომ სპეციფიური რისკები გავითვალისწინოთ ფულად ნაკადებში, ხოლო არადივერსიფიცირებადი რისკები დისკონტირების განაკვეთში...

მაგრამ ისმის კითხვა რაზეა დამოკიდებული კაპიტალის რისკის ფასი?

აქ რამოდენიმე მნიშვნელოვანი კომპონენტი გვაქვს*:

1.     რისკის მიმღეობა - Risk aversion
2.     სამომხმარებლო სურვილები - Consumption preferences
3.     ეკონომიკური რისკი - Economic Risk
4.     ინფორმაცია - Information
5.     ლიკვიდობა - Liquidity
6.     კატასტროფის რისკი - Catastrophic Risk
7.     სახელმწიფო პოლიტიკა - Government policy
8.     არარაციონალური ქცევა - The behavioral/ irrational component

ყველა ეს კომპონენტი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა, და შემდეგ ჩანაწერებში ჩავუღრმავდები.
ზოგადად, მომდევნო ჩანაწერებში ძირითადად Equity Risk Premium-ს გავარჩევ.

*Equity Risk Premiums (ERP): Determinants, Estimation and Implications – The 2013 Edition Updated: March 2013; Aswath Damodaran; Stern School of Business

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading