Business Value
გამჭირვალობა და რისკი პრემია

#გამჭირვალობა & #რისკის ფასი
41 ქვეყნის კვლევა (Lau, Ng and Zhang, 2011)*, აჩვენებს რომ კაპიტალის რისკის ფასი მეტად სტაბილურია ქვეყნებში, სადაც გამჭირვალობის დონე მაღალია. ამასთან, ინფორმაციაზე მგრძნობელობა მნიშვნელოვნად იზრდება კრიზისების პერიოდში...
ინფომრაციის ხარისხის და რაოდენობის გავლენა უფრო და უფრო იზრდება სამი ფაქტორის გამო*:
1. ტექნოლოგიური დარგების განვითარებამ უფრო რთულად წაკითხვადი გახადა ფინანსური ანგარიშები. მაგალითად, ზედამხედველები იძულებულები გახდნენ, რომ R&D-ზე გაწეული რესურსი კაპიტალური გასავლების ნაცვლად ხარჯებში გადაეტანათ;
2. აუდიტორულ კომპანიებს ხშირად ადანაშაულებენ ინტერესთა კონფლიქტში. არის ფაქტები, როცა გემრიელი ფინანსური ანგარიშების "გამოცხობა" ხდება. რაც ბუნებრივია, სანდოობაზე და რისკის აღქმაზე გავლენას ახდენს;
3. "მომგებიანობის თამაშები", იწვევს მენეჯმენტის მიდრეკილებას მანიპულაციებისკენ. ჯერ ანალიტიკოსები აკეთებენ მაღალ-ოპტიმისტურ პროგნოზებს, შემდეგ მენეჯმენტი ცდილობს პროგნოზების გამართლებას, და ბოლოს პროცესი მოკლევადიანი მანიპულაციებით მთავრდება.
*Equity Risk Premiums (ERP): Determinants, Estimation and Implications – The 2013 Edition Updated: March 2013; Aswath Damodaran; Stern School of Business
წყარო:
Equity Risk Premiums by Country: Higher Risk, Higher Potential Reward (visualcapitalist.com)