შინაარსზე გადასვლა

Business Value

ERP თავსატეხი

#ERP Puzzle
აკადემიურ ნაშრომებში რისკის პრემია 6-7%-ით განისაზღვრება ხოლმე. რა თქმა უნდა გააჩნია დროის სეგმენტს და დათვლის მექანიზმებს, თუმცა ამ ციფრებს ბევრი აღიქვავს მისაღებად.

მაგრამ, შეესაბამება თუ არა თეორია პრაქტიკას?

პირველად ეს კითხვა 1985-წელს დაისვა (Mehra and Prescott)*, როცა მკვლევარებმა, შეაფასეს რისკის პრემია 6%-ად და თქვეს რომ ეს ძალიან დიდი ციფრია რაციონალური ინვესტორის გადასახედიდან. ანუ გამოდის რომ ზედმეტად რისკ ამრიდებლურია (Risk Averse) საინვესტიციო ბაზარი და ეს რაღაცით უნდა აიხსნას...

ამის შედეგად ჩამოყალიბდა მაღალი რისკის პრემის ამხსნელი სხვადასხვა ჰიპოთეზები:

1. შერჩევითი სტატისტიკა:

კაპიტალის ბაზრების ყველაზე ძველი და სრულყოფილი ინფორმაცია გვაქვს აშშ-ბაზრისთვის, რაც წარმოადგენს სხვებთან შედარებით წარმატებულ ბაზარს, რომლის სტატისტიკას მკვლევარების უმრავლესობა ეყრდნობა.

ეს ნიშნავს, რომ გლობალური ბაზრის ნამდვილი რისკის პრემია უფრო დაბალი უნდა იყოს. 2002 წლის გლობალური ბაზრის კვლევებით (Mehra and Prescott)* მაჩვენებელი 4%-6%-მდე შეფასდა. თუმცა მკვლევარები ამბობენ რომ ეს ციფრებიც ძალიან მაღალია რაციონალური ინვესტორისთვის;

2. კატასტროფების დაზღვევა:

მკვლევარების ერთი ნაწილი (Reitz*) თვლის, რომ ბაზრის სტატისტიკა ასახავს რეალურ რხევას (Volatility) და არა პოტენციურს. რაციონალური ინვესტორები კი ითვალისწინებენ ამ კატასტროფებს. 1918-2006 წლების, 447 ქვეყნის კვლევაზე დაფუძნებით (Berkman, Jacobsen and Lee; 2010)* შეიქმბა კრიზისის ინდექსი, რომელმაც აჩვენა რომ კრიზისები არაპროპორციულად მაღალ გაველანს ახდენენ დაზიანებული ინდუსტრიების ERP-ზე;

3. გადასახადების ეფექტი:

მკველვარებმა (McGrattan and Prescott, 2001)*, აჩვენეს, რომ ჰიპოთეტიურ რელაობაში, ბოლო 40 წლის განმავლობაში, თუ კორპორაციული გადასახადი 50%-დან 0%-მდე შემცირდებოდა, მაშინ ERP-გაიზრდებოად 1.8%-ით, რაც რეალური GDP-ს ზრდაზე უფრო მეტია. თუმცა, ბოლო პერიოდის კვლევებით გადასახადების გავლენა სრულად ვერ დასტურდება*.

4. სამომხმარებლო უპირატესობების სტრუქტურა:

მკველარების (Epstein and Zin) ნაწილი თვლის რომ დაკვირვებადი ERP-ის არარაციონალურად მაღალი დონე შეიძლება აიხსნას იმით, რომ შესაფასებლად მოდელში გამოიყენება ტრადიციული სამომხმარებლო თეორია (Utility Theory), რომელიც არ ითვალისწინებს რისკის ამრიდებლობის ცვალებადობას "დროში".

თუ სამომხმარებლო თეორიას გავართულებთ და დროის ელემენტს შემოვიტანთ, მაშინ ვნახავთ რომ მაღლი ERP რაციონალურია;

5. მოკლევადიანი რისკების ამრიდებლობა (Myobic Loss Aversion):

ბიჰევირისტული ფინანსების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნებაა რომ რაც უფრო ხშირად და სისტემატიურად იღებენ ინვესტორები ინფორმაციას ბაზრის შესახებ მით უფრო რისკის ამრიდებლურები ხდებიან.

მკვლევარებმა (Benartzi and Thaler)* აჩვენეს, რომ თუ ინვესტორთა ჰორიზონტს შეამცირებენ ერთი წლამდე, მაშინ მოდელირებული ERP დაემთხვევა დაკვირვებად მაჩვენებლებს.

*Equity Risk Premiums (ERP): Determinants, Estimation and Implications – The 2013 Edition Updated: March 2013; Aswath Damodaran; Stern School of Business

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading