შინაარსზე გადასვლა

Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts

ბაზრის სეგმენტირების თეორია

Market Segmentation Theory - თეორია ასახავს ფინანსური ბაზრების სხვადასხვა სეგნებტებზე მიმდინარე მოვლენების გავლენას საპროცენტო განაკვეთსა და სესხის ვადას შორის დამოკიდებულებაზე.

თეორია ამბობს ესეთ რამეს: ბაზარზე არსებობს სხვადასხვა სეგმენტები, რომლებსაც სხვადასხვა პრეფერენციები აქვთ ბონდების ვადების მიმართ. მაგალითად საპენსიო ფონდები უფრო გრძელ ვადებზე არიან ორიენტირებულები, მაშინ როცა ბანკებს უფრო მოკლე ვადები აინტერესებთ - დეპოზიტების ბუნებიდან გამომდინარე.

თეორია ამბობს, რომ არცერთი სეგმენტი არ შეცვლის თავის პრეფერენციას ვადებთან მიმართებაში თუ შესაბამისი ანაზღაურებით არ მოხდა კომპენსირება.

ქვემოთ გრაფიკები აჩვენებენ რა ხდება როცა მოკლევადიანი სესხების მიწოდება მცირდება გრძელვადიანი სესხების მიწოდების სასარგებლოდ. ჰორიზონტალურად ზედა სამი გრაფიკი აღწერს საწყის მდგომარეობას, ხოლო ქვედა სამი ცვლილების შემდეგ მდგომარეობას.



იცვლება საპროცენტო განაკვეთსა და ვადას შორის დამოკიდებულება (მრუდის დახრის კუთხე). ვადების მიმართ საპროცენტო განაკვეთი უფრო ელასტიური ხდება.

*Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading