შინაარსზე გადასვლა

Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts

მრუდის ჩაღრმავება და ბარბელის სტრატეგია

Convexity - აღწერს ობლიგაციის ფასსა და საპროცენტო განაკვეთების დონეს შორის ურთიერთდამოკიდებულების მრუდის ჩაღრმავებას. შესაბამისად ის სასარგებლო მომენტია, რადგან პროცენტის ცლილებისას კაპიტალური დანაკარგები უფრო მცირეა ვიდრე კაპიტალური მოგება. ანუ პროცენტის ზრდის მიმართ უფრო დაბალ-ელასტიურია ფასი ვიდრე შემცირების მიმართ (გამრუდების მაგივრად გამოვიყენებ ტერმინს „ჩაღრმავებას“).

ამ ეფექტის დათვლა არის შესაძლებელი. ცოტა რთული მათემატიკაა, მაგრამ მე მარტივადაც შეიძლება გამოითქვას:

- Duration (D) - საპროცენტო განაკვეთის პირველი ხარისხის გავლენა ფასზე - გრაფიკულად ეს არის ურთიერთდამოკიდებულების მრუდის (წრფის) დახრის კუთხე;

- Convexity (CX) - საპროცენტო განაკვეთის მეორე ხარისხის გავლენა ფასზე - გრაფიკულად ეს ნიშნავს ზემოთ აღნიშნული დახრის კუთხის ცვლილებას (რომელიც შესამჩნევი არ არის განაკვეთის მცირე ცვლილებისას);

რაში საჭიროა ზოგადად CX-ის გააზრება?

საქმე იმაშია რომ, პრაქტიკაში შესაძლებელია იმუნიზაციის/Immunization (პროცენტის რისკისგან დაზღვევის) მიღება ობლიგაციების სხვადასხვა კომბინაციით, რომელთაც განსხვავებული ჩაღრმავება ექნებათ. შინაარსობრივად იმუნიზაცია ნიშნავს აქტივებსა და ვალდებულებებს შორის Duration-ის დამთხვევაშ.

CX დადებით სარგებელს იძლევა როგორც ზემოთ ავღნიშნე. (ამბობენ რომ ბაზარი ხშირად ბოლომდე ვერ აფასებს ჩარღმავების ეფექტს). ეს ნიშნავს იმას, რომ მცირე პროცენტული ცვლილებების მიმართ იმუნიზაცია მიღებულია აქტივებისა და ვალდებულებებს შორის Duration-ის დამთხვევით, ხოლო დიდი პროცენტული ცვლილებების შემთხვევაში დაგეგმილზე უკეთესი შედეგი იქნება.

Barbell Strategy


ქვემოთ ფოტოზე მოცემულია იმუნიზაციის მიზნით გაკეთებული ინვესტირების ორი ალტერნატივა, რომელთაც ერთიდაიგოვე Duration აქვთ მაგრამ განსხვავებული CX. ამას ეძახიან ბარბელის სტრატეგიას.


ამ მომენტის გამო საპენსიო, სადაზღვევო და სხვა ფონდების მენეჯერები ცდილობენ რომ ვალდებულებების ნაწილში მიიღონ დაბალი CX და აქტივების ნაწილში მაღალი CX. ფორმულა ასეთია:

CX = Scaling Factor * (Negative Effect + Positive Effect).

დაშკალვის ფაქტორად იღებენ ფიქსირებულ ციფრს 10^8 - რაც სტატისტიკურად შეესაბამება ერთი პროცენტული პუნქტით ცლილებას. ნეგატიური ეფექტი არის კაპიტალის კარგვა საპროცენტო განაკვეთის ერთი ერთეულის ზრდისას, პოზიტიური კი პირიქით).

წყარო:
Financial Markets and Institutions - by A. Saunders, M. Cornett & O. Erhemjamts

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading