შინაარსზე გადასვლა

დაუხარისხებელი

მოსაზრებები შეფასებისთვის

რაში უნდა გამოვიყენოთ #Excel -ის "კამათელის გაგორების" ფუნქცია ფინანსისტებმა?

შეფასების შედეგი ნებისმიერ შემთხვევაში არის სუბიექტური. ჩვენ ვაკეთებთ დაშვებებს, რომლებიც ეფუძნება ალბათობას. ამიტომ მოდელში აუცილებლობას წარმოადგენს მონტე-კარლოს სიმულაციის ტექნიკის გამოყენება. ექსელს აქვს rand() ფუნქცია, რომელიც მრავალწახნაგოვანი კამათელის გაგორებას გავს (Uniform Distribution), და ეს კამათელი შევიძლია 1000-ჯერ ან სულაც 10 000-ჯერ გავაგოროთ.

ფუნქცია საშუალებას გვაძლევს ერთი ალბათური დაშვების ნაცვლად მთელი დიაპაზონი ავიღოთ, თან ბევრი სხვადასხვა საბაზისო input-ს მიმართ და ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ...

მაგალითისთვის, ქვემოთ დიაგრამაზე ნაჩვენებია ერთ-ერთი აქციის შინაგანი ღირებულების დიაპაზონი, რომელიც ეფუძნება ROIC-ის, EGR-ის, WACC-ის, სხვა ფუნდამენტური საწყისების ალბათური დიაპაზონების აგრეგაციას... მუქი ლურჯი დიაპაზონი აჩვენებს, ამ მონაცემების 1000-ჯერ "გაგორებით" მიღებული შედეგების 50%-ს, მედიანას და საშუალოს...

პ.ს.
აქვე ვისაუბრებ იმ ნიუანსებზე რომელსაც ორგანიზაციის შეფასებისას განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ:

1. აუცილებლად უნდა გაკეთდეს შემოსავლის ვიზუალური დიაგრამა ჰორიზონტის წერტილამდე, ანუ იმ წერტილამდე სადაც ბიზნესი შევა სრულ კონკურენციაში და ზღვრული უკუგება კაპიტალის ღირებულებას გაუთანაბრდება. დიაგრამა გვაჩვენებს რამდენად ჰარმონიულად მცირდება ზრდის ტემპი... მთავარია უხეში გადასვლა არ იყოს, ზრდიდან დასტაბილურებამდე;

2. როცა ორგანიზაციის ღირებულებაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ვგულისხმობთ მთლიანი აქტივების ღირებულებას გამოკლებული საოპერაციო ვალდებულებები, ანუ ის ვალდებულებები, რომელზეც კომპანია საპროცენტო გადასახადს არ იხდის.... ამას ვაკეთებთ იმიტომ, რომ ასეთი ვალდებულებები საოპერაციო ფულად ნაკადებში ასახულია, განსხვავებით პროცენტიანი ვალდებულებებისგან. და ამ ვალდებულებებს ფულად ნაკადებში ვსახავთ იმ მიზეზით, რომ ჩვენ უბრალოდ არ შეგვძლია საპროცენტო განაკვეთის სწორი ანგარიში... ამიტომ შეფასებისას ამ ორი ტიპის ვალდებულებების გამიჯვნას ყურადღება უნდა მივაქციოთ, ზოგჯერ ეს არც თუ ისე იოლია...

3. ინფლაციის არასტაბილურობისას, ნომინალური პროგნოზების გაკეთებას რეალური ჯობია (რეალური ≈ ნომინალური - ინფლაცია). ამ დროს დისკონტირების განაკვეთიც რეალური უნდა იყოს და ინფლაციის შედეგად მიღებული სავარაუდო ზრდა პროგნოზებში არ უნდა აისახოს...

4. დისკონტირების განაკვეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ აქ მაქსიმალურად ობიექტურები უნდა ვიყოთ. უნდა დავაკვირდეთ როგორც საშუალო ინდუსტრიულ, ისე კონკრეტული კომპანიის ბეტას და განაკვეთებს. ამ მონაცემების საუკეთესო წყარო მე აქ ვნახე: Cost of Capital (nyu.edu)

საქართველოს შემთხვევაში, ასევე აუცილებელია ქვეყნის რისკის გათალისწინება, ქვეყნების მიხედვით ERP- შეგიძლიათ აქ ნახოთ: https://lnkd.in/dfagPWfa

5. WACC-ის ანგარიშისას საჭიროა საბაზრო და არა ბუღალტრული მონაცემების გამოყენება...

Discover more from Eon Investment

Subscribe now to keep reading and get access to the full archive.

Continue reading