Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthause
APV და WACC მეთოდები

ბიზნესის შეფასების DCF მეთოდში ორი ძირითადი მიდგომა არსებობს: Adjusted Present Value (APV) მეთოდი და Weighted Average Cost of Capital (WACC) მეთოდი, და ისინი ერთმანეთის ჩამნაცვლებლები არ არიან.
მეთოდის არჩევა დამოკიდებულია ერთი მხრივ არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და მეორე მხრივ თვითონ ორგანიზაციის პოლიტიკაზე ფინანსურ ბერკეტთან მიმართებაში...
WACC- გუისხმობს ფინანსური ნაკადების დისკონტირებას სესხისა და კაპიტალის საშუალო შეწონილი მაჩვენებლით, APV გულისხმობს მომავლის ფულადი ნაკადების დისკონტირებას უსესხო განაკვეთით და შემდეგ სესხის მიერ შექმნილი დისკონტირებული საგადასახადო შეღავათის დამატებას.
WACC უფრო გავრცელებულია, რადგან როცა ამ მეთოდს ვიყენებთ ვაკეთებთ დაშვებას, რომ ფინანსური ბერკეტი, ანუ სესხისა და კაპიტალის (საბაზრო და არა ბუღალტრული) ღირებულებების თანაფარდობა მომავალში სტაბილური იქნება... ეს დაშვება საკმაოდ რეალურია რადგან:
1. თეორიულად არსებობს ფინანსური ლევერეჯის ოპტიმალური დონე, ერთის მხრივ ლევერეჯი იძლევა საგადასახადო შეღავათს, რადგან სესხის პროცენტი ხარჯებში გატარებადია, ხოლო მეორეს მხრივ რაღაცაზე მეტი სესხი ზრდის ბანკროტის რისკებს და მასთან დაკავშირებულ ალბათურ ხარჯებს.
2. შეინიშნება საშუალო ინდუტრიული ლევერეჯის სტაბილურობა, მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიებს შორის დონეები განსხვავებულია (ეს განსხვავებაც მიუთითებს ექვილიბრიუმის არსებობის რეალურობაზე).
APV - მეთოდის გამოყენება ხდება მაშინ, როცა მენეჯმენტი სესხის გაზრდას არ აპირებს კაპიტალის საბაზრო ფასის ზრდის პარალელურად, აქვს სეხის სრულად დაფარვის სურვილი, ან ჰორიზონტამდე აქვს სპეციალური გეგმა და ჰორიზონტის იქით ვარაუდიბს სეხის გაზრდას სხვა პრინციპით (მაგ. მოგების ზრდის შესაბამისად)...
ასეთ შემთხვევაში ხდება საგადასახადო შეღავათის და საოპერაციო მომგებიანობის გამიჯვნა. ფულადი ნაკადებიდან იმიჯნება საგადასახადო შეღავათი და ცალცაკლე ხდება დისკონტირება უსესხო განაკვეთით (ზოგ შემთხვევაში სესხის ღირებულების განაკვეთითაც)...
პ.ს.
ნებისმიერ შემთხვევაში, მოდელირებისას ჯობია უპირატესის არჩევა და მეორეთი გადამოწმება. ეს შესაძლებელია, რადგან უსესხო (Unlevered) დისკონტირების განაკვეთი და WACC ერთმანეთისგან მხოლოდ საგადასახადო შეღავათის ნაწილში განსხვავდებიან, - როგორც MM თეორიიდან ცდნობილია, ლევერეჯი გავლენას არ ახდენს საოპერაციო რისკებზე და შესაბამისად არც საოპერაციო მომგებიანობაზე...
წყარო:
Corporate Valuation Theory, Evidence and Practice - by M. E. Zmijewski; R. W. Holthausen